"ეს ინტრიგა ნაწილობრივ მიმართული იყო მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ, მეუფე იაკობიც არის ამ ინტრიგის ნაწილი..."
"ეს ინტრიგა ნაწილობრივ  მიმართული იყო მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ, მეუფე იაკობიც არის ამ ინტრიგის ნაწილი..."
"შორენა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ზოგადად საქართველოს მტრების პოზიციას"

"ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად
"

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა. შეხვედრის შემდეგ მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, მისი აზრით, მამა გიორგი ძალიან მალე უნდა გამოვიდეს ციხიდან, პატრიარქის ჩამობრძანებისთანავე.

”პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის და მას ნამდვილად ბევრი სიკეთე გააჩნია დედა ეკლესიის წინაშე. ვფიქრობ, სულიერი შეფასებით, შეიძლება განვიხილოთ ორი შემთხვევა. ერთი აუცილებლად
You must have Flash Player installed in order to see this player.
აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი - მამაო, რომელიც ცხონდა და პირველი შევიდა სასუფეველში, ან ეს დაშვებული განსაცდელი მას სულის საცხოვნებლად ეყოფა...

მოვინახულე მამა გიორგი. მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100%-ით გამართლდა. ძალიან დიდ სკანდალში და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. არაერთხელ მითქვამს, რომ ბრძენი ადამიანი არასდროს ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განსჭვრეტს, რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი, ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, არსებული მდგომარეობიდან, შექმნილი პრობლემიდან, მისი შეცდომიდან იპოვოს
კარგი გამოსავალი. ახლა მთავარია, ჭკუა მაინც აღმოაჩნდეთ, სიბრძნეს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, არ აღმოგვაჩნდა. მე ვამბობ, რომ მამა გიორგი არის აბსოლუტურად უდანაშაულო...


რაც მოხდა, არის „კაგებეშნიკური“, მზაკვრული, დახვეწილი ინტრიგა, რომელშიც ყველა
გაეხვა. ჩემი ეჭვია, რომ ეს ნაწილობრივ  მიმართული იყო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ, მეუფე იაკობზე პირადად ვთქვი, რომ ის პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ისიც არის ამ ინტრიგის ნაწილი უნებლიედ".

მან ასევე ილაპარაკა შორენა თეთრუაშვილზე და განაცხადა:
"ამ ქალის მმართველობა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ტრაგედიაა. საუკუნის პრობლემას, რომელსაც შორენა წარმოადგენს, ქართველი ერი ერთად მოუვლის. შორენა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ზოგადად საქართველოს მტრების პოზიციას.

თუ მამა გიორგის ამბავი გონივრულად, სახელმწიფოებრივად არ გადაწყდება, დამერწმუნეთ, გირგვლიანის და ყველა სხვა 9-წლიანი უსინდისო მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს შეიძლება აღემატებოდეს, თუ ბოლომდე სახელმწიფოებრივად სამართლიანად და მართლმადიდებლურად არ იქნება გადაწყვეტილი".

იხილეთ ასევე: "მეუფე პეტრე ჩემი მისამართით რასაც ამბობს, მოვიდეს და პირში მითხრას"

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (2)
18 თებერვალი 2017 19:42
Mgoni ers tu bers kvelas dagvaviwkda martlmadideblobis arsi
ნამცეცა
17 თებერვალი 2017 15:51
თუ მეუფე დიმიტრისა და მეუფე იაკობს შორისაა დაპირისპირება, მეუფე პეტრეს რა აყვირებს ვერ გავიგე, ისე ისტერიულად იცავს ამ მამა გიორგის, რომ უკვე, გონივრული ეჭვი გამიჩნდა, რომ ამ სიბინძურეში ყელამდეა გარეული, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მიშას ზეობის დროს ზუსტადაც მეუფე პეტრეს მოიაზრებდნენ მომავალ პატრიარქად, აშკარაა რომ ამ ბრძოლაში ერთერთი ანუ მესამე მხარეა, რომელსაც მაქსიმალური მოგების ნახვა უნდა ამ ორთაბრძოლიდან და ამასობაში სულ დაავიწყდა, რომ პირველ რიგში ღვთისმსახურია და ზუსტადაც მის წინაშეა პასუხისმგებელი თითოეული სულისთვის
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
26-06-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
26-06-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა