"ჩაკეტილი და გამთბარი სივრცე მენინგიტის გავრცელების საუკეთესო პირობაა" - დაავადების ნიშნები და პროფილაქტიკა
"ჩაკეტილი და გამთბარი სივრცე მენინგიტის გავრცელების საუკეთესო პირობაა" - დაავადების ნიშნები და პროფილაქტიკა
ნეიროინფექციაზე მცირედი ეჭვისასაც კი ყოველგვარი თვითშემოქმედება გამორიცხეთ!

მენინგიტი, ანუ თავის ტვინის გარსის ანთება სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, თუმცა თუკი საზოგადოება ამის შესახებ კარგად იქნება ინფორმირებული, ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია.

არსებობს მენინგიტის ბაქტერიული, ვირუსული, ტუბერკულოზური და სოკოვანი ფორმა, რომელთაც თავის ტვინში ჩირქის წარმოქმნა შეუძლიათ, მაგრამ მათგან ყველაზე მრისხანე ბაქტერიული, ანუ მენინგოკოკური მენინგიტია. ის ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ანუ სულ რაღაც ერთ მეტრამდე არეალში - როცა მენინგიტის ბაქტერიამატარებელი ერთი ადამიანი ახველებს, ანდა მეორე
You must have Flash Player installed in order to see this player.
ადამიანს ესაუბრება. ამ დროს ბაქტერიამატარებელი ავად არ არის, სამაგიეროდ, სხვას აავადებს. სიტუაცია კიდევ უფრო კატასტროფული ხდება, როცა მენინგოკოკური მენინგიტის ბაქტერია სისხლში აღმოჩნდება, ანუ მენინგოკოკური სეფსისის (მენინგოკოქცემიის) განვითარებისას.

როგორ მოხვდა მენინგიტის ბაქტერია საქართველოში?

ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ნეიროინფექციების განყოფილების გამგე გია დეისაძე:
მენინგიტის ბაქტერიით გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა
იმპერიამ "დაგვასაჩუქრა", როცა მენინგიტის გავრცელების არეალიდან, ინდო-ჩინეთიდან, ვაგონებით ჩამოიყვანეს ახალგაზრდობა და საბჭოთა კავშირში, ვლადივოსტოკიდან მოყოლებული, თბილისის ჩათვლით, ყველა დიდ საწარმოში დაარიგეს სხვადასხვა პროფესიათა შესასწავლად. ინდოჩინეთში მენინგიტი დღესაც მძვინვარებს, არავინ აქცევს ყურადღებას, რამდენი კაცი კვდება. საბჭოთა კავშირსი იმ დროისათვის მენინგიტის შემოტანას დიდი უბედურება მოჰყვა. მაგალითად, ყველა ბავშვი დაიხოცა სანქტ-პეტერბურგის იმ საბავშვო ბაღში, რომელთა აღსაზრდელების მშობლებიც ინდოჩინელებთან მუშაობდნენ. მაშინ არავინ იცოდა, რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი.
ამ ბაქტერიის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება, - მენინგიტი მხოლოდ თბილ ტემპერატურაზე გადადის. ზამთარში
პეტერბურგში საბავშვო ბაღშიც გათბობა იყო ჩართული და სიცივის შიშით ბავშვები, მშობლებისგან განსხვავებით, გარეთ არ გაჰყავდათ. ასე რომ, ჩაკეტილი და გამთბარი სივრცე მენინგიტის გავრცელების საუკეთესო პირობაა. ამიტომაც უწყობს ხელს მენინგიტით დაავადებას ჩვენთან ზამთარი, როცა ხალხი თბილ სახლებში გამოიკეტება.
სიცივეში მენინგობაქტერია ერთ წუთში კვდება.

- მენინგიტის სხვა სახეობებზეც ვისაუბროთ...

- ტვინის გარსების ანთება, ისევე როგორც ორგანიზმის სხვა ორგანოების ანთება, გართულებისას შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსებმა, ნებისმიერმა მიკრობმა, მაგალითად, სტაფილოკოკმა ან სტრეპტოკოკმა, მაგრამ თუ ადამიანი დროულად მიხედავს, არც გადამდებია და არც საშიში. ტუბერკულოზური მენინგიტი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს რომელიმე სახის ტუბერკულოზი აქვს. გართულებისას ტუბერკულოზის ჩხირი აღწევს ტვინში და იქ იწყება ანთება. მისი მკურნალობაც შესაძლებელია. სოკოვანი მენინგიტი კი ძირითადად იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ვრცელდება, - არსებობს ისეთი სახის სოკო, რომელიც მხოლოდ იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებს აქვთ, მათ ადვილად ერევა და ტვინის გარსების ანთებასაც იწვევს. (იხილეთ სრულად)

ანა ლაღიძე (მედიცინის დოქტორი, ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის რეანიმაციის განყოფილების გამგე):
- მენინგოკოკური მენინგიტი გადადების თვალსაზრისით უფრო საშიშია, რადგან ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ელვისებური, სწრაფი მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა დიაგნოზი თუ დროულად დაისვა, აქტიური ანტიბიოტიკი სწრაფად მოქმედებს, ვიდრე სხვა ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში. მენინგოკოქცემიისას მიკრობი სისხლში გადადის და თავის ტვინის ანთებასთან ერთად, სეფსისიც ვითარდება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პროგნოზი ნაკლებსაიმედოა.

გახსოვდეთ: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მენინგიტის გავრცელების ალბათობა 300-ჯერ იზრდება. შესაბამისად, აუცილებელია ასეთ ადგილებში ტარდებოდეს პრევენციული, პროფილაქტიკური, სადეზინფექციო ღონისძიებები! ეს არის რესპირაციული დაავადება, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. შესაბამისად, რაც უფრო ჩაკეტილია სივრცე, მით მეტია მიკრობების რაოდენობა.


როგორ ამოვიცნოთ დაავადება?
როგორც ექიმები ამბობენ, ეს არც ისე იოლია, რადგან თავდაპირველად მენინგიტი ჩვეულებრივ გრიპს წააგავს. სპეციფიკური სიმპტომები ერთი-ორი დღის შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა, ყველა სიმპტომი არც კი გამომჟღავნდეს ან ზოგიერთი მათგანი სხვა, შედარებით მსუბუქი დაავადების ნიშანი იყოს.
ნეიროინფექციაზე მცირედი ეჭვისასაც კი ყოველგვარი თვითშემოქმედება გამორიცხეთ. ავადმყოფი რაც შეიძლება მალე უნდა მოხვდეს ექიმების ხელში, ამ დროს არამცთუ საათებს, ხშირად წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საგანგაშო ნიშნები:
* მაღალი სიცხე;
* ძლიერი თავის ტკივილი;
* კისრის კუნთების რიგიდულობა (კუნთები ისეა დაჭიმული, რომ ნიკაპის მკერდთან მიტანა შეუძლებელია);
* გულისრევა, ღებინება;
* ცნობიერების არევა ან კონცენტრაციის (ჩვილებში – თვალით კონტაქტის დამყარების) უუნარობა;
* კრუნჩხვა;
* ძილად მივარდნა ან ძნელად გაღვიძება;
* სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* გამონაყარი (მენინგოკოკური ინფექციის დროს).
უფრო ადრეული ნიშნებიდან, რომლებიც მძიმე ინფექციაზე (თუმცა არა მაინცდამაინც მენინგიტზე) მიუთითებს, შეიძლება გამოვყოთ:
* ფეხის ტკივილი;
* ხელის მტევნებისა და ტერფების გაყინვა;
* კანის ანომალიური სიფითრე.

მენინგოკოქცემიის ერთ-ერთი ძირითადი ამოსაცნობი ნიშანი გამონაყარია. დაავადების დაწყებიდან 5-20 საათის განმავლობაში, უფრო იშვიათად - მეორე დღეს კანსა და ლორწოვანებზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის სისხლჩაქცევები ჩნდება. ზოგიერთი მათგანი წერტილოვანია, ზოგიერთის დიამეტრი კი 2-15 სმ-საც აღწევს. არც სიმეტრია ახასიათებთ. გამონაყარი უმეტესად ხელებზე, ფეხებზე, დუნდულებზე, ბარძაყებზე ჩნდება. სახეზე და სხეულის ზედა ნაწილში არსებული სისხლჩაქცევები დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს.

ანა გიორგაძე


მკითხველის კომენტარი (4)
cici
25 თებერვალი 2017 13:19
კიდევ უარესი მარტივი ჰიგიენური კულტურის არქონაა,ისე დააცემინებენ და ახველებენ ტრანსპორტში,რომ არავითარი მორიდება, ცხვირსაფარზე ხომ ზედმეტია საუბარი
მანანა
24 თებერვალი 2017 13:16
ავტობუსებში და მარშუტკაში ვერ იმგზავრებ. გამორიცხულულია ფანჯარა გამოაღონ , ცივათ და შენ გინდა რო გაგვყინო? ასეთია პასუხი. მეტი ინფორმაცია ჭირდება საზოგადოებას რათა ინფექციური საშიშროებები თავიდან ავიცილოთ. ჩემი აზრი ასეთია . ვერ ვიტან ოჯახებს სადაც სუნი ტრიალებს ყველაფრის ერთად, შიში ფანჯრის გამოღების აქვთ ძვალსა რბილშო გამჯდარი და არიან ვაი ცხელ ოთახში სადაც მძვინვარებს ფაქტერია რომელსაც თვითონ ხალხი ქმნის. გაუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს თუ საზოგადოება თუ არ გეცოდებათ. იყავით სუფთა ჟანგბადის და ჰაერის მოსიყვარულენი....
ნინო
24 თებერვალი 2017 12:51
ამიტომაც ვანიავებ სახლს ყოველ ნახევარ საათში.მეჩხუბებიან მაგრამ მე ასე უფრო მშვიდად ვარ.
მარი
24 თებერვალი 2017 11:17
რატომ არ გვესმის რომ ოთახის განიავება აუცილებელია, ამით ბევრ საშინელებას ავიცილებთ თავიდან ვიდრე იმის შიში არ გავცივდე, მცივა... ჯობია შეგცივდეთ ვიდრე ასეთი საშინელება შეგვეყაროს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები