მაია ასათიანის ქალიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს - კვირის პალიტრა

მაია ასათიანის ქალიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე საფრანგეთის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. 18 წლის გოგონა საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა.

არსებული ინფორმაციით, ნუცა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. მაია ასათიანი შვილთან 23 თებერვალს გადაფრინდა.

ტელეწამყავნის ქალიშვილი საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოასვენეს, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 25 თებერვალს გვიან ღამით დაეშვა. (წყარო)

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და მაია ასათიანსა და მთელ ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

იხილეთ: "ჩაკეტილი და გამთბარი სივრცე მენინგიტის გავრცელების საუკეთესო პირობაა" - დაავადების ნიშნები და პროფილაქტიკა