დივა, რომელსაც ყველაზე კარგად "ქინძის" ნაუბარი ესმის
დივა, რომელსაც ყველაზე კარგად "ქინძის" ნაუბარი ესმის
თურმე არსებობს სამედიცინო დიაგნოზი - მორალური იდიოტიზმი ანუ ადამიანს ინტელექტუალური შესაძლებლობები ნორმალური აქვს, მაგრამ უჭირს კარგისა და ცუდის გარჩევა...

საქართველოში ამ მხრივ ცუდად გვაქვს საქმე. მაგალითად, რომელიმე "ცნობადი სახე" გაეხვევა რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო სკანდალში. თუმცა ისე იქცევიან, ვითომც არც არაფერი მომხდარა, არ აწუხებთ მორალი ან სირცხვილის გრძნობა. წესით, როდესაც ქუჩაში გამოსვლის უნდა ერიდებოდეთ, ყელმოღერებული სხედან ტელეეთერებში და აქეთ გარიგებენ ჭკუას. მეორე მხარეს კი ის ხალხია, რომლებიც ასეთ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ადამიანებს ტრიბუნას უთმობს, აპიარებს და ქება-დიდებას ასხმას. მათ შორის დიდი სხვაობა არ არის.


ბევრს გაუჩნდება ალბათ კითხვა ამ სა
დღესასწაულო დღეებში რა იდიოტზმი ამიტყდა, ახლავე აგიხსნით და ვგონებ, მიხვდებით რაშია საქმე... გუშინ "რუსთავი2" -ის ტელეპროექტ "ნიჭიერის" ჟიურიში, მომღერალი სოფო ნიჟარაძე კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე საპატიო წევრის სტატუსით მოგვევლინა, ის სოფო ნიჟარაძე, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია "ქინძის"ნაუბარი გაიგოს, მისით აღფრთოვანდეს და რჩევებიც კი მისცეს... ეს ის სოფოა, რომელიც პირში ემეგობრება ადამიანს, ხოლო ზურგს უკან მის მყრალ სუნ გრძნობს (იმ სიტყვას არ გაკადრებთ, რასაც სოფო მეგობარს ჰკადრებს). ჰოდა, ეს სოფო ნიჟარაძე რომ დავინახე, სწორედ ზემოთნახსენები დიაგნოზი გამახსენდა და მომკალით... (იხილეთ: "სტო პრო" სისხლისღვრა იქნება" - მიხეილ სააკაშვილის, სოფო ნიჟარაძისა და ნიკა გვარამიას ახალი სატელეფონო ჩანაწერები)

"სტო პრო" გეუბნებით, რომ სოფო დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციას ამორალურად მიიჩნევს. ვფიქრობ მის მდგორაეობაში ეს ნორმალურიცაა, რადგან ის აღარაა დივა რომლის გარშემოც ტრიალებდა ქართული შოუ-ბიზნესი და არა მხოლოდ... მისთვის აღარ იწერებოდა სიმღერები და ოპერები, მისთვის ფილმებს აღარ იღებენ და ა.შ.

აგერ უკვე 4 წელია მის გარეშე მოდის ახალი წელი, არადა, მახსოვს 2010 წელს, მეგობრის 3 წლის ბავშვს, სოფო თოვლის ბაბუა ეგონა, რადგან საახალწლო პერიოდში ყველგან ის "ტრიალებდა", მაგრამ რაც ქვეყნის პირველი პირი "ქინძი" აღარაა, სოფოც დაივიწყეს (იმედია, ქინძი, მართლა ქინძია და არა ნიახური, რომელმაც მეორედ მოსვლაც იცის). არავინ დავობს იმაზე, რომ სოფოს კარგი ვოკალური მონაცემები აქვს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ არც იმაზე უნდა ვიდაოთ, რომ სოფოზე ბევრად კარგი მომღერლები გვაყავს, რომლებიც "ქინძის" ზეობის ხანაში უბრალოდ იგნორირებული იყვნენ, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია სოფოსთვის ხელი, რომ ყელმოღერებულს ემღერა.

ეს ბლოგი არა სოფო ნიჟარაძეს, არამედ უფრო მეტად კოლექტიურ სოფოებს ეძღვნებათ, რომლებიც, საუბედუროდ, ძალიან ბევრნი იყვნენ და არის საშიშროება კვლავაც გაჩნდნენ. მათი უმთავრესი საზრუნავი საკუთარი თავის კარგად და მოწინავე პოზიციას ყოფნა იყო. მათთვის არ არსებობდა კოლეგიალობა, და დღეს, როდესაც ეს მოწინავეობა დაკარგეს, კოლეგიალურები გახდნენ და დიდქტიკსოები გახდნენ...

იმედია საქართველოში მოვა დრო, როცა მაყურებელი გადაწყვეტს ვის მოუსმინოს და მთავრობის ცვლილებებზე არ იქნება ჩამოკიდული ჩვენი მუსიკალური გემოვნება.

თუმცა მთავარი ის არის, რომ ვიმედოვნებთ - ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე ბოლოს და ბოლოს შეძლებს კარგის და ცუდის გარჩევას, მორალური "მუხრუჭები" აუმოქმედდება და არ დაემსგავსება ზემოხსენებულ დიაგნოზიან პაციენტს.


იხილეთ ასევ: ქინძი და ლოქო
მკითხველის კომენტარი (80)
ნია ნინიძე
14 იანვარი 2016 22:24
რა ვერ გაიგეთ მიშა წავიდა დაემშვიდობა საქართველო ს არ დააბრუნოთ თორემ მერე იქნება ჯოჯოხეთი წარღვნა აპოკალიფსი იბატონებს სიკვდილი დამოცელავს ყველაფერ ცოცდალს ნაცებო შორს თქვენ ი ხელები აზრი და გონება ქართველებისგან
LM
12 იანვარი 2016 17:33
ნაცებს რაა-ააააა???
მაცო
12 იანვარი 2016 13:14
ვკითხულობ კომენტარებს და გული მერევა. კაცმა რო გკითხოთ მართმადიდებლები ხართ, რომელიც გვასწავლის, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. თქვენ კიდევ თქვენი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ერთმანეთს ვერ იტანთ და ბოღმას ანთხევთ.გემოვნებაზე არ დაობენო, ასე გამიგია....ზოგს მოწონს ნიჟარაძე, ზოგს არა,ამაში არაფერია გასაკვირი.... გასაკვირი ის არის, რომ ბევრ თქვენთაგანს გონია, რომ ყველამ მისებურდ უნდა იაზროვნოს. ყველას ან მიშა უნდა უყვარდეს ანდა ყველას ბიძინა უნდა უყვარდეს....."გაიტანეთ გრენლანდია" არცერთი არ გვჭირდება, ვისაც გიყვართ ყველას გჩუქნით კეთილი გულით....
grisha
11 იანვარი 2016 20:01
სურამში რკინის შემცვლელი წყალი მოდის ზოგს უხდება კიდევაც ზოგს კი აი შენ...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები
მამულ-დედული
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა