კოლაბორაციონისტი ქალების დასჯა ევროპაში
კოლაბორაციონისტი ქალების დასჯა ევროპაში

 

ფრთხილად! მასალა შეიცავს უსიამოვნო და შემაშინებელ კადრებს

გერმანიის მიერ ოკუპირებული ევროპის ქვეყნების ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ, დაიწყო იმ ქალების დამამცირებელი და დაუნდობელი ეგზეკუცია, რომლებსაც გერმანელ ჯარისკაცებთან და ოფიცრებთან ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა.

 

ყველაზე აქტიურად თავიანთ თანამემამულე ქალებს ფრანგები სდევნიდნენ. დამარცხების, მრვალწლიანი ოკუპაციისა და ქვეყნის გახლეჩვის ბოღმას ფრანგები ამ ქალებზე ანთხევდნენ.

 

 

2

 

კოლაბორაციონისტების გამოვლენის კამპანიის L’épuration sauvage ფარგლებში, დაახლოებით 30 ათასი ფრანგი ქალი იქნა საჯაროდ დამცირებული.

 

4

 

ხშირად, ამგვარად, პირად ანგარიშს ასწორებდნენ, ყველაზე აქტიური მონაწილეები კი ამგვარად თავის გადარჩენას

სცდილობდნენ – საოკუპაციო რეჟიმთან თავიანთი თანამშროლობიდან ყურადღება გადაჰქონდათ.

 

4

 

 

თვითმხილველის მოგონებებიდან: „ღია სატვირთო მანქანა ნელნელა მოძრაობდა. მანქანა თავგადაპარსული და სირცხვილით თავჩაღუნული ქალებით იყო სავსე“ ქრონიკის კადრები ამ სიტყვების განსახიერებაა.

ხშირად, თავის გადაპარსვაზე არ ჩერდებოდნენ, სახეზე საღებავით სვასტიკას ახატავდნენ ან დაღს ასვამდნენ შუბლზე.

 

6

 

ყოფილა ლინჩის წესით გასამართლების შემთხვევებიც, როდესაც გოგონებს

ხვრეტდნენ. ბევრი ვერ უძლებდა სირცხვილს და თავს იკლავდა.

 

მსგავსი რამ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა. მაგრამ ერთ ასპექტზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში მორცხვად სდუმდნენ – ეს გახლდათ გერმანელი სამხედროებისგან გაჩენილი შვილები. ისინი ორმაგად განდეგილნი იყვნენ – უკანონოდ შობილნი, მტერთან კავშირის ნაყოფები.

 

7

 

სხვადასხვა დათვლების თანახმად, საფრანგეთში 200 ათასზე მეტი ე.წ. „ოკუპაციის შვილი“ დაიბადა, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად ფრანგები მათ მეტად ლოიალურად მოეპყრნენ და მხოლოდ გერმანული სახელებისა და გერმანული ენის შესწავლის შეზღუდვით შემოიფარგლნენ. თუმცა იყო იყო მათზე ბავშვებისგან და დიდებისგან თავდასხმის შემთხვევებიც, ბევრ მათგანზე დედებმა უარი განაცხადეს და ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ.

 

8

 

სომერსეტ მოემის ერთ-ერთ მოთხრობაში „დაუპყრობელი“ (1944) – მთავარი გმირი გერმანელი ჯარისკაცისგან გაჩენილ შვილს კლავს. მსგავსი შემთხვევები იმ დროისთვის დამახასიათებელი იყო.

 

9

 

 

ოკუპაციის შვილების ფრანგულ-გერმანული ასოციაციის „უსაზღვრო გულები“ დამფუძნებელი ფრანგია, გერმანელი სამხედროს შვილი: „ეს ასოციაცია დავაფუძნეთ, რადგან საზოგადოება ჩვენს უფლებებს ლახავდა. მიზეზი – ჩვენი მამები გერმანელი სამხედროები იყვნენ. იმისათვის გავერთიანდით, რომ მშობლები ვიპოვნოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ. ამის გაკეთება ადრე შეუძლებელი იყო: თემა ტაბუდადებული რჩებოდა“.

 

10

 

 

სიტყვაზე, დღევანდელ გერმანიაში არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმადაც გერმანელი სამხედროების შვილებს გერმანიის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ…

 

11

 

ნორვეგიაში ასეთი გოგონების რაოდენობა 15 ათასს აღწევდა, მათგან 5 ათასი, რომლებმაც გერმანელებისგან შვილები გააჩინეს, 1,5 წელი იძულებითი სამუშაოები მიესაჯათ. ბავშვები კი გონებაჩამორჩენილებად აღიარეს და სულიერად ავადმყოფთა სახლებში გაამწესეს.

 

12

 

ომის შვილების ნორვეგიულმა კავშირმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ბავშვებს სამედიცინო პრეპარატების ცდებისთვის იყენებდნენ.

 

13

 

მხოლოდ 2005 წელს ნორვეგიის პარლამენტმა ოფიციალურად მოუხადა ბოდიში უდანაშაულო მსხვერპლებს და კომპენსაციის სახით 3000 ევრო დაუნიშნა.

 

14

 

15

 

16

 

17

 

18

 

19

 

20

 

21

 

იხილეთ ასევე: "გოგონამ დრო იხელთა, ნაცისტ სერჟანტს იარაღი წაართვა და შილინგერს მუცელში ესროლა" - სასიკვდილო სტრიპტიზი ოსვენციმში

ნინი
09 თებერვალი 2018 15:44
მივმართავ იას-იკნებ ,კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ჩემს კომენტარს,სად არის დამახინჯებული-კომპრანშჩიკოები სწორედ ასე წერია.რაც შეეხება განათლებას,იმაზე მეტი მაკვს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.და, რაც მთავარია,შენგან განსხვავებით, მე,ჩემი ერი და ჩემი კვეყანა ძალიან მიყვარს.პ.ს.საფრანგეთის ისტორია და ფრანგული ლიტერატურული შედევრები დედანში მაკვს წაკითხული.რედაკციას უმორჩილესად ვთხოვ არ დაბლოკოს.
guga
24 იანვარი 2018 10:15
გერმანიას ევროპა ოკუპირებული კავდა და შეიდზლება აიდზულებდენ მატტან კავშირს, კარტველი კალების დიდი ნაწილი
ტურკებს დასდევენ და ეხვეცებიან ლოგინში Hაწოლას რაგაც გროშების სანაცვლოდ. რომელი უფრო სირცხვილია?
ქეთევანი
24 იანვარი 2018 09:51
საინტერესოა,არაადამიანურად მოაზროვნე ევროპა ასე უცბად რანაირად იქცა ცივილიზაციის შუქურად?საკუთარი ,ისედაც შეურაცხყოფილი და გაუპატიურებული მოსახლეობის წინააღმდეგ ასეთ დაუნდობლობას რომ გამოიჩენ,არაკანონიერად შობილ უდანაშაულო ანგელოზებს ექსპერიმენტისთვის რომ გაწირავ-აქ მგოპნი უკვე ყველაფერი დამთავრებულია!კანონმა კი არ უნდა ცაგაყენოს ეთიკის ჩარჩოებში,არამედ -საკუთარმა სინდისმა,ევროპა შიშმა აიძულა,რომ შეცვლილიყო,თორემ იქნებოდნენ დღესაც ინკვიზიტორები,ზოგს ჩამოახრჩობდნენ,ზოგს -ცეცხლში დაწვავდნენ.ესენი გვასწავლიან ჭკუას?ჯერ ქრისტე შეიყვარონ მთელი გულით და მერე იქადაგონ მორალი სხვა ქვეყნებში.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
დაცულია თუ არა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დღეს საქართველოში?