საახალწლო "პახმელია", ანუ ბაბილონის გოდოლი 2018
01-01-2019
საახალწლო "პახმელია", ანუ ბაბილონის გოდოლი 2018
საახალწლო "პახმელია". წინასწარ გიხდით ბოდიშს...

ბაბილონის გოდოლი 2018...

მენეჯმენტის უბადლო ცოდნით ვაშენეთ ევროპისთვის გასაკვირი, კეთილდღეობითა და სამართლიანობით გაჟღენთილი, ცამდე აზიდული ქართული დემოკრატია... ვაშენეთ, ვიამაყეთ და... ერთ მშვენიერ დღეს თავზე დაგვემხო ჩვენი ქმნილება. არა თუ ჯგუფებად დავიშალეთ, არამედ ჯგუფებს შიგნითაც დავიშალეთ.

დაპირისპირება პარტიებს შორის, დაპირისპირება პარტიებს შიგნით. დაპირისპირება ეკლესიასა და პოლიტიკოსებს შორის, დაპირისპირება ეკლესიის შიგნით. დაპირისპირება სოციალურ ქსელებში, დაპირისპირება მეგობრებში, ოჯახებში...

ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გვინდა გავაგდოთ პრიმა-ბალერინა და კომისარი დავნიშნოთ.
სპორტსმენი უნდა ვცემოთ ტატამს მიღმა. ავგიას თავლის ბინადრები შეიკეტნენ და მის გაწმენდაზე უარს აცხადებენ - ჩვენი ფუნისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთო. პარლამენტის თავმჯდომარე გვეუბნება - ფუნა შეიძლება კარგი არ არის, მაგრამ ხომ გვათბობს და თუ სუნმა შეგვაწუხა, დეზოდორი გავაფრქვიოთო.

ამ ფონზე, დედაქალაქის მერმა, თოვლის ბაბუასთან სკაიპით კონსულტაციის
შემდეგ, შემოგვთავაზა სლოგანი - "თბილისი სიყვარულის ქალაქი?!"... რამდენადაც ცინიკურად არ უნდა ჟღერდეს...

"სიამაყე წინ უძღვის დაცემას,
ამპარტავნობის სული - წაბორძიკებას".

და მაინც უკეთესის იმედით წინ ვიყუროთ, რადგან, როგორც ლეგენდა ამბობს, ნაბუქოდონოსორს შვიდი წლის შემდეგ ჭკუა დაუბრუნდა. ექვსი უკვე გავიდა. ცოტაც მოვითმინოთ და ყველაფერი კარგად იქნება...

ან ასე, ან ჩვენ თვითონ დავიწყოთ ახლის შენება.

თინა
14 ივნისი 2019 12:26
ყველაზე ჭკვიანი პოლიტიკოსი
ნათია
03 იანვარი 2019 11:37
სრული სიმართლეა ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის სამწუხაროდ, ვისაც ნაცები და ნეონაცები არ მოსწონთ და გულგატეხილები ვუყურებთ მათი განსაკუთრებით "კომსომოლა" და უვარგისი (საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფერზე ხელის მომწერი) ფრთის აღზევებას ოცნებაში. ნაცებში და ევროპულ (თანაც ძალიან) საქართველოში ხომ ნაგვის ბუდეა, მაგრამ უარესი საყურებელია ამ ნაგვის ხილვა იმ ჯგუფში, რომლისგანაც ვიღაცას ბევრის და ვიღაცას თუნდაც მინიმალური მოწესრიგების იმედი გვქონდა. ბესელია 0-ია, მაგრამ თალაკვაძე, მდინარაძე, კობახიძე, წულუკიანი (ოცნების მეჭეჭია ცხვირზე).
პ.ს. ოცნების კომსომოლა ნაცების უკან რომ კალაძეა არ ახალია ეს ამბავი. მისი ვიცე მერი და დანარჩენებიც გულანთაბულ ნაცყოფილებია, ესეც ყველამ იცის. ახალ წელს გაცოცხვა კარის ნიშანიაო ამბობენ და იქნებ მიხვდეს ამას ვისაც ეს ხელეწიფება. არადა ჩვენ ვიზამთ ამას. საპარლამენტო არჩევნები არც ისე შორია.
მაგდა
03 იანვარი 2019 11:18
ამბობს სიმართლეს და ბოლოში აუცილებლად მიაყოლებს ხოლმე - "ნაბუქოდონოსორის" იმედად იყავით მაინცო.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?