გიორგი შენგელაია - ყველაფერი გლეხებისგან მაქვს ნასწავლი
გიორგი შენგელაია - ყველაფერი გლეხებისგან მაქვს ნასწავლი
გინახავთ, როგორ ბალიშისპირებს კერავდნენ ძველი ქართველი ქალები?
დარაიის კაბებს, მოჩითულ ხილაბანდებს, მიტკლის პერანგებს, ჩითის წინსაფრებს რომ შეიკერავდნენ, მორჩენილ ნაკუწებს სამკუთხედებად დაჭრიდნენ, ერთმანეთს შეუხამებდნენ და გადააკერებდნენ ყვავილებად. მერე ამითი საბნისა და ბალიშისპირებს კერავდნენ. მარტო ულამაზესი კი არ იყო ასეთი საბან-ბალიში, თითქოს წარსულსაც გიყვებოდა და დედის კალთის სითბოც ახლდა. ერთი-ორჯერ მინახავს ჭრელ-ჭრელი ბალიშები... და კიდევ ჩარჩოში ჩასმული ასეთი "ტილო", სინამდვილეში ქართველი გლეხი ქალის შეკერილი ბალიშისპირი, გიორგი შენგელაიასთან ვნახე. ეს პატარა ნიუანსი ჩემთვის ძალიან
მეტყველია, ისევე, როგორც მისი ფაქსიმილე... ხომ იშვიათია, ადამიანი პირად ხელმოწერაში მამის სახელის ინიციალსაც წერდეს - გ. ნ. შენგელაია... ყველაფერს თავისი მიზეზი და ახსნა აქვს... ყველაფერი მისი ცხოვრების "ვითარებანით" საზრდოობს...

- ჩე­მი პირ­ვე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა. ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან მა­მა­ჩე­მის - ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა
ჩამ­რ­ჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. მა­შინ ოთხ­წ­ლი­ნა­ხევ­რი­სა ვი­ყა­ვი... მა­მა სულ ახალ­გაზ­რ­და - 42 წლის იყო.
ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გამ­ყ­ვა...

ოთხ წლამ­დე მო­გო­ნე­ბე­ბის რა­ღაც ფრაგ­მენ­ტე­ბი მი­ტივ­ტი­ვებს გო­ნე­ბა­ში. მახ­სოვს, მა­მა მო­ვი­დო­და, ნა­ნა­დი­რევს მო­ი­ტან­და და დაყ­რი­და. მე­რე ჩვენ გვა­ვა­ლებ­და მე­ზობ­ლე­ბის­თ­ვის მო­კითხ­ვას. თბი­ლი­სურ ეზო­ში ვცხოვ­რობ­დით. მე და ჩე­მი ძმა დავ­დი­ო­დით სარ­თულ-სარ­თულ და მე­ზობ­ლებს ვუ­რი­გებ­დით ნა­ნა­დი­რევს. ასე­თი წე­სით ცხოვ­რობ­დ­ნენ, უფ­რო გას­ცემ­დ­ნენ, ვიდ­რე მო­იხ­ვეჭ­დ­ნენ. სულ სხვა ხალ­ხი იყო მა­შინ.
მა­გონ­დე­ბა დე­და­ჩე­მის გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი სა­ხე. მა­მა ვაჟ­კა­ცი იყო, მომ­ლ­ხე­ნი, მო­ნა­დი­რე. ვიდ­რე რე­ჟი­სო­რი გახ­დე­ბო­და, ლექ­სებს წერ­და. მას­თან მე­გობ­რობ­დ­ნენ გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძე, სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, ლეო ქი­ა­ჩე­ლი... ჩვენ­თან იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ილ­ხენ­დ­ნენ, მსჯე­ლობ­დ­ნენ... ერთ დღეს კი და­ი­ცა­ლა ჩვე­ნი სახ­ლი.

მე­რე დე­დამ შეც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი. მან გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ეს უბე­დუ­რე­ბა, თო­რემ დეპ­რე­სი­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა მქონ­და.
ომის დრო იყო. ფილ­მებს არ იღებ­დ­ნენ და ნა­ტო ვაჩ­ნა­ძის­თ­ვი­საც კი ლუკ­მა­პუ­რი სა­ფიქ­რა­ლი გახ­და. დე­და და­დი­ო­და რა­ი­ო­ნებ­ში ვა­სო გო­ძი­აშ­ვილ­თან, თა­მარ ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან, კი­რა ან­დ­რო­ნი­კაშ­ვილ­თან (დე­და­ჩე­მის და), მწერ­ლებ­თან ერ­თად... კონ­ცერ­ტებს მარ­თავ­დ­ნენ, რომ ცო­ტა რამ ეშო­ვათ.
ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე პატარა გიორგი შენგელაიასთან (1942 წელი)
თხუთ­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, დე­და რომ და­ი­ღუ­პა... ცხა­დია, ძნე­ლია საქ­ვეყ­ნოდ ვი­ლა­პა­რა­კო, რო­გორ გან­ვი­ცა­დე ეს...
ადა­მი­ა­ნი ასეა მოწყო­ბი­ლი, რაც უნ­და გა­დახ­დეს, ეჩ­ვე­ვა. მა­მა რომ ცოცხა­ლი იყო, სხვა ცხოვ­რე­ბა იყო ჩვენ­თან, დე­და რომ დარ­ჩა - სხვა... დე­და­ჩე­მის მე­რე - სხვა...

დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მე და ელ­დარ­მა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მა­მის გზა გაგ­ვეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. მოს­კოვ­ში ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და მარ­ტო სტი­პენ­დი­ით თა­ვის რჩე­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თი ბი­ძა­ღა გვყავ­და - სან­დ­რო, ინ­ჟი­ნე­რი იყო და დი­დი ოჯა­ხი ჰყავ­და შე­სა­ნა­ხი, ჩვენ რას დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და... ასე გაგ­რ­ძელ­და მა­ნამ, ვიდ­რე ფილ­მებ­ში არ ვი­თა­მა­შე და შე­მო­სა­ვა­ლი არ გა­მიჩ­ნ­და...

რე­ზო ჩხე­ი­ძემ "ჩვენ ეზო­ში" სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მი­იწ­ვია - მა­შინ მოს­კო­ვის კი­ნო­ინ­ს­ტი­ტუტ­ში, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე სწავ­ლობ­და. ეძებ­დ­ნენ და­თოს რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბელს... სო­ფი­კო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი თა­მა­მი და ახ­ტა­ჯა­ნა იყო. უთხ­რა: - რა­ტომ კარ­გავ დროს, მე მო­გიყ­ვან ბი­ჭის რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­სო. მე და სო­ფი­კოს უკ­ვე გვიყ­ვარ­და ერ­თ­მა­ნე­თი, ფილ­მის მე­რე ხე­ლიც მო­ვა­წე­რეთ...

"რაც გი­ნა­ხავს, ვე­ღარ ნა­ხავ" რომ და­იწყო მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა, უკ­ვე მა­თი ოჯა­ხის წევ­რი ვი­ყა­ვი. გვითხ­რა, ამ ფილ­მ­ში თქვენ უნ­და ითა­მა­შო­თო.
ვიდ­რე მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მე­ბის დად­გ­მას მოვ­კი­დებ­დი ხელს, დო­კუ­მენ­ტურს მი­ვა­დე­ქი. ჩე­მი პირ­ვე­ლი სუ­რა­თი ფი­როს­მან­ზე იყო. ინ­ს­ტი­ტუტს რომ ვამ­თავ­რებ­დი, გა­და­ვი­ღე "ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი". უნი­კა­ლუ­რი სუ­რა­თია იმ მხრივ, რომ იმ ხელ­ნა­წე­რე­ბის გა­და­ღე­ბა გა­ნა­თე­ბით არ შე­იძ­ლე­ბა. ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორს, ქალ­ბა­ტონ ელო მეტ­რე­ველს მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ, ავი­ტა­ნეთ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი გა­და­ღე­ბის უშ­ვე­ლე­ბე­ლი კა­მე­რა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია თი­თო კად­რი გა­და­ი­ღოს და გა­ნა­თე­ბა არ სჭირ­დე­ბა...

საბ­ჭო­თა დროს არა­ვინ ფიქ­რობ­და ფილ­მის გა­ყიდ­ვა-გა­ქი­რა­ვე­ბა­ზე. ამ პრობ­ლე­მას სა­ხელ­მ­წი­ფო აგ­ვა­რებ­და, თუმ­ცა იყო ცენ­ზუ­რა - მო­ითხოვ­დ­ნენ, ძი­რი­თა­დად, მუ­შებ­სა და გლე­ხებ­ზე გა­დაგ­ვე­ღო სუ­რა­თე­ბი. მაგ­რამ სტა­ლი­ნის დრო­ინ­დე­ლი მარ­წუ­ხე­ბი უკ­ვე მო­სუს­ტე­ბუ­ლი იყო. გა­ვაძ­ვ­რი­ნეთ რა­ღაც­ნა­ი­რად მე და ოთარ იოსე­ლი­ან­მა მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბი, მე - "ა­ლა­ვერ­დო­ბა", ოთარ­მა - "აპ­რი­ლი". ეს ორი სუ­რა­თი ალ­მა­ნა­ხად გა­მო­ვი­და დიდ ეკ­რან­ზე. მან გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი რე­ჟი­სო­რუ­ლი გზა...
სწო­რედ "ა­ლა­ვერ­დო­ბა" იყო ჩე­მი პირ­ვე­ლი მხატ­ვ­რუ­ლი სუ­რა­თი, რომ­ლის შექ­მ­ნაც გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან, ერ­ლომ ახ­ვ­ლე­დი­ან­თან, ფე­ლიქს ღლონ­ტ­თან, ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძეს­თან, დი­მა ერის­თავ­თან მე­გობ­რო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა...

დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მი გე­ი­დარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის მშობ­ლებ­თან მე­გობ­რობ­დ­ნენ. მე და გე­ი­და­რი კი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან ერ­თად ვიზ­რ­დე­ბო­დით. ბევ­რი ვე­ძე­ბე "ა­ლა­ვერ­დო­ბის" პერ­სო­ნა­ჟი, მაგ­რამ გე­ი­და­რი იმ­დე­ნად გა­მოკ­ვე­თი­ლი გა­რეგ­ნო­ბი­სა იყო, ვარ­ჩიე, გა­და­მე­ღო... ბედ­მა გა­მი­ღი­მა.
პირ­ვე­ლად რომ ვი­ღებ­დი მხატ­ვ­რულ ფილმს, მე­ში­ნო­და, არ ვი­ცო­დი, რა გა­მო­ვი­დო­და. ახ­ლაც რომ გა­და­ვი­ღო, ნერ­ვი­უ­ლო­ბა მომ­კ­ლავს - აბა, რა გა­მო­ვა, რო­გო­რი გა­მო­ვა-მეთ­ქი. სუ­რა­თი არ ჩამ­ვარ­დ­ნია. ზო­გი ამ­ბობ­და, - "ა­ლა­ვერ­დო­ბის" მე­რე "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნ­დას" რო­გორ იღებ­სო... ისეთ სუ­რა­თებ­ზე, რო­გო­რიც არის "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი", სუ­ლი­ე­რად ვის­ვე­ნებ...
ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა რე­ჟი­სუ­რა­ში ის, რომ თა­ვად მაქვს მსა­ხი­ო­ბო­ბის პრაქ­ტი­კა. "ხა­რე­ბა და გო­გი­ას" რომ ვი­ღებ­დი, ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი და ომარ ფხა­კა­ძე იდ­გ­ნენ გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი, ვე­რა­ფერს აკე­თებ­დ­ნენ. და­ვიწყე თა­მა­ში ორი­ვეს მა­გივ­რად.
გიორგი და ელდარ შენგელაიები
ფი­როს­მა­ნის რო­ლის გან­მა­სა­ხი­ე­რე­ბელს დიდ­ხანს ვე­ძებ­დი. ფილ­მის მხატ­ვ­რად ავ­თო ვა­რა­ზი მყავ­და. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ვი­ღას ეძებ, ავ­თო ათა­მა­შეო... მე მხატ­ვ­რულ ფილმს ვი­ღებ, დო­კუ­მენ­ტურს კი არა-მეთ­ქი. მე­რე მა­ინც გა­დავ­წყ­ვი­ტე, ავ­თო გა­და­მე­ღო, იმი­ტომ, რომ ფი­როს­მანს მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბუ­რი ოს­ტა­ტო­ბით ვერ ითა­მა­შებ. ეს გან­ც­დი­ლი უნ­და გქონ­დეს... ამი­ტომ გა­მო­უ­ვი­და ავ­თოს კარ­გად... ცოცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, უშან­გი ჩხე­ი­ძეს გა­და­ვი­ღებ­დი ფი­როს­მა­ნის როლ­ში.

"ა­ხალ­გაზ­რ­და კომ­პო­ზი­ტო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში" 1924 წლის ამ­ბე­ბია. ბა­ტო­ნი ოთარ ჩხე­ი­ძე მი­ამ­ბობ­და, ნამ­დ­ვი­ლი ამ­ბე­ბი მაქვს აღ­წე­რი­ლიო. მსა­ხი­ო­ბე­ბის არ­ჩე­ვი­სას ვცდი­ლობ­დი, არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის, კარ­გად აღ­ზ­რ­დი­ლი ხალ­ხი ამეყ­ვა­ნა. ასე­თი იყო ლე­ვან აბა­ში­ძე. შე­ვა­წუ­ხე ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი, ლი­ლი იოსე­ლი­ა­ნი, თე­მო ჯა­ფა­რი­ძე, ზუ­რა ყიფ­ში­ძე... მათ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ხე­ე­ბი შექ­მ­ნეს.
ფუ­ლი არა­სო­დეს მქო­ნია... არც მი­ფიქ­რია, რომ მქო­ნო­და. ფა­სობ­და ის, რომ რე­ჟი­სო­რი ვი­ყა­ვი და ამი­თაც ვკმა­ყო­ფილ­დე­ბო­დი. ბი­ნა მქონ­და და საჭ­მ­ლის ფუ­ლი, ვსა­უბ­რობ­დით ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე.
გე­ნე­ტი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბაც არ­სე­ბობს... მაგ­რამ ჩე­მი შვი­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, მი­ე­სა­და­გონ დღე­ვან­დელ კულ­ტუ­რას...
შვი­ლე­ბის გა­მო ჩა­რე­ვა მჭირ­დე­ბო­და ხოლ­მე უბ­ნის ამ­ბებ­ში... უმ­ც­რო­სი გი­ორ­გი ამე­რი­კის პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს პო­ლი­ტო­ლო­გი­ას... ბევრს მე­ცა­დი­ნე­ობს. რომ და­ამ­თავ­რებს, მა­ინც რე­ჟი­სო­რო­ბა უნ­და. არ ვუშ­ლი, ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

კა­ხეთ­ში ვე­ნა­ხი მაქვს. ღვი­ნო გა­მო­ვუშ­ვი, "ნა­ტო ვაჩ­ნა­ძე" ჰქვია. მაგ­რამ არ იყი­დე­ბა... ად­რე კვი­რა­ში ერ­თხელ დავ­დი­ო­დი ვე­ნახ­ში. ახ­ლან­დე­ლი ბენ­ზი­ნის ფა­სის გა­მო სად უნ­და იარო?! ამი­ტომ ხალ­ხი მყავს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და ისი­ნი უვ­ლი­ან. მეც ვი­ცი ვე­ნა­ხის მოვ­ლა. სა­პა­ტიო ად­გი­ლი მაქვს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეღ­ვი­ნე­ო­ბის პრო­ფე­სო­რებს შო­რის. მა­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით და­ვიწყე სწავ­ლა. ახ­ლა თვი­თონ­ვე მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვა­ზის ერთ-ერ­თი მა­გა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. რო­გო­რი ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნე, არ მკითხავთ? ძვე­ლი ჯი­შე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც ვმუ­შა­ობ...
ყვე­ლა­ფე­რი გლე­ხე­ბის­გან მაქვს ნას­წავ­ლი. ისიც, რა­საც მე­რე ფილ­მებ­ში ვი­ყე­ნებ. კა­ხეთ­ში რომ ჩემს ვე­ნახს უვ­ლი­ან, იმათ ბრი­გა­დირს თაფ­ლა ჰქვია. თაფ­ლი­ვით კა­ცია. მას­თან ყოფ­ნას რა სჯო­ბია!
გოჩა აბაშიძე, სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია - კადრი მხატვრული ფილმიდან "ჩვენი ეზო". რეჟისორი რეზო ჩხეიძე (1956 წელი).
ჩე­მი მშე­ნებ­ლო­ბის ამ­ბა­ვიც უნ­და მო­გიყ­ვეთ... სა­ო­ცა­რი ქა­ლი იყო დო­დო აბა­ში­ძის დე­და, ნი­ნა ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი. დე­და­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლი გახ­ლ­დათ. დე­ი­და ნი­ნას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, დე­და­ჩე­მის მუ­ზე­უ­მი რომ მო­ვაწყ­ვეთ. მან შეგ­ვი­ტია: რა­ტომ არა­ფერს აკე­თებ­თო. თენ­გიზს, ელ­დარს და მე გვე­რი­დე­ბო­და, ვინ­მე შეგ­ვე­წუ­ხე­ბი­ნა. წა­ვი­და თვი­თონ გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­კო­მის მდი­ვან­თან და სულ ხე­ლი ურ­ტყა მა­გი­და­ზე: ნა­ტო ვაჩ­ნა­ძე გყავს და მი­სი სახ­ლი დან­გ­რე­უ­ლი და მო­უვ­ლე­ლიაო. დაგ­ვაწყე­ბი­ნეს მშე­ნებ­ლო­ბა. ზღაპ­რებ­ში რომ არის, ხომ იცით? ყვე­ლა­ფე­რი უმ­ც­როს ძმა­ზე რომ გა­და­ივ­ლის. ამ ამ­ბავ­ში მე მოვ­ყე­ვი. კარ­გი ორი ფილ­მის ენერ­გია ჩავ­დე შიგ. ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­კე­თა, მაგ­რამ სჭირ­დე­ბო­და ყუ­რადღე­ბა...

ჩე­მი ბო­ლო ფილ­მი, "მი­დი­ო­და მა­ტა­რე­ბე­ლი", რო­გორც სა­ტი­რა, ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო.
რომ იტყ­ვი­ან, "ცხოვ­რე­ბა ვი­რის კუ­დი­ვით მოკ­ლე­ა"... ვნა­ნობ, რომ მცირ­დე­ბა ჩე­მი მე­გობ­რე­ბის წრე. ჯერ ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში გა­მო­მე­ცა­ლა ლა­დო ქო­ქი­აშ­ვი­ლი, მე­რე გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი. ახ­ლაც ბევ­რი წა­ვი­და, ბევ­რი ავად­მ­ყო­ფობს. არ მუ­შა­ო­ბენ, რო­ცა კა­ცი არ მუ­შა­ობს, ძა­ლი­ან უჭირს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. რა მოკ­ლე ყო­ფი­ლა წუ­თი­სო­ფე­ლი... ორ­მო­ცი წლის რომ ხარ, ამა­ზე არ ფიქ­რობ, ბევ­რი რამ წინ გე­გუ­ლე­ბა. ახ­ლა მო­ი­ხე­დავ და აღარ არი­ან შე­ნი თა­ნა­ტო­ლე­ბიც კი, მშობ­ლე­ბის თა­ო­ბა ხომ აღარ არის და აღარ...
რას შევ­ც­ვ­ლი­დი, რომ შე­მეძ­ლოს წარ­სულ­ში? რა გითხ­რათ... ჩე­მი მშობ­ლე­ბის სი­ცოცხ­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბას შევ­ც­ვ­ლი­დი. მინ­და ახ­ლაც ცოცხ­ლე­ბი მყავ­დ­ნენ - დე­დაც და მა­მაც...

და კი­დევ... სო­ცი­ა­ლიზ­მი დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა გვე­გო­ნა, ვებ­რ­ძო­დით მას და ვფიქ­რობ­დით, რომ აღ­დ­გე­ბო­და ძვე­ლი კულ­ტუ­რა... ამას გა­და­ე­ფა­რა აღებ-მი­ცე­მო­ბა, ფუ­ლი... ახ­ლა, თუ ფუ­ლი არ აქვს კაცს, არა­ვინ არაფ­რად აგ­დებს. წი­ნათ ინ­ტე­ლექ­ტი ფა­სობ­და. ახ­ლა უბე­დუ­რე­ბაა... გლო­ბა­ლი­ზა­ციააო და ყვე­ლა­ფე­რი ცენ­ტ­რებ­ში იყ­რის თავს... ჩვენ პე­რი­ფე­რი­ა­ში ვართ. რომ ვთქვათ, ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბა გვექ­ნე­ბაო, ვის უნ­და? არა­ვის! დროა ეგე­თი... ბერ­დი­ა­ე­ვი ამ­ბობ­და, ცი­ვი­ლი­ზა­ცია გა­მო­რიცხავს კულ­ტუ­რა­სო. ასე ყო­ფი­ლა... ახ­ლა კულ­ტუ­რა უკ­ვე გა­მო­ი­რიცხა და ჩვენ­თ­ვის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­აც არ ჩანს. ჩვე­ნი შე­მეც­ნე­ბის წყა­რო წიგ­ნი იყო, ახ­ლან­დელ თა­ო­ბას წიგ­ნი არ სჭირ­დე­ბა. ეს მა­გი­ჟებს... ეს დამ­ღუპ­ვე­ლია. სხვა რა უნ­და მქონ­დეს სათ­ქ­მე­ლი?..

ლე­ლა ჯი­ყაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#39
კარლო
08 სექტემბერი 2018 06:08
ესე არ ჯობია, რა დროს შენი პრეზიდენტობაა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები