ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - კვირის პალიტრა

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ აღნიშნულის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ დაგვიანებით დაიწყო და შემდეგ დროებით შეჩერდა.

წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 ოქტომბერს ჩაინიშნა.

იხილეთ ასევე: "სავარაუდოდ, მკვლელი კახას უთვალთვალებდა, მოტოციკლი საპირისპიროდ გააჩერა და ერთი გასროლით მოკლა"

"ინტერპრესნიუსი"