"ჩატაევმა ჩაწერა მერაბიშვილისა და სააკაშვილის მასთან საუბარი, როცა ისინი დავალებებს აძლევდნენ ლაფანყურის ამბებთან დაკავშირებით" - კვირის პალიტრა

"ჩატაევმა ჩაწერა მერაბიშვილისა და სააკაშვილის მასთან საუბარი, როცა ისინი დავალებებს აძლევდნენ ლაფანყურის ამბებთან დაკავშირებით"

"ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი, რომლითაც დასტურდება სააკაშვილისა და მერაბიშვილის ტერორისტებთან კავშირი"

გაბრიელ სალოსის გამზირზე განხორციელებულ სპეცოპერაციას საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის მოადგილე ვიქტორ ჭელიძე ეხმაურება. როგორც განგვიცხადა, არცთუ დიდი ხნის წინ აჰმედ ჩატაევის უახლოეს მეგობართან ერთად იმყოფებოდა საკანში და სკანდალური ინფორმაციებიც აქვს - ვიდეოფირი, რომელზეც ის საუბრობს, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს. ამ ყველაფერზე მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

ვიქტორ ჭელიძე:

- არცთუ დიდი ხნის წინ #12 პენიტენციარულ დაწესებულებაში ვიხდიდი სასჯელს აბსურდული ბრალდებების გამო. საკანში ჩატაევის უახლოეს ძმაკაცთან ერთად ვიჯექი. ის დღემდე ციხეშია, ქართული სახელითა და გვარით იხდის სასჯელს. სინამდვილეში ჩრდილოკავკასიელია და სულ სხვა სახელი და გვარი აქვს. მისგან გავიგე, რატომ გაათავისუფლა ხელისუფლებამ ჩატაევი. ამის მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი სპეცსამსახური მისგან ითხოვდა. ჩატაევმა ჩაწერა ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მასთან საუბარი, როცა ისინი რაღაც დავალებებს აძლევდნენ ლაფანყურის ამბებთან დაკავშირებით... ეს ვიდეოჩანაწერი არის ბომბი, საერთაშორისო სკანდალი, რომლითაც დასტურდება ყოფილი პირველი პირისა და მერაბიშვილის ტერორისტებთან კავშირი. ჩატაევი დაჰპირდა ქართულ სპეცსამსახურს, რომ ამ ჩანაწერს თავად მიუტანდა, მაგრამ სიტყვა გატეხა. ცხადია, თუ ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, ქართულ მხარეს ისევ მისი დაკავება, დამუშავება და ჩანაწერის მიღება მოუნდა. ჩატაევს კი, როგორც ჩანს, სხვა მიზნები ჰქონდა და თანამზრახველების ციხიდან გათავისუფლებას სხვა გზით ცდილობდა.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად