ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს - ვინ არის ზურაბ იდოიძე, მეტსახელად, "თუში"?
ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს - ვინ არის ზურაბ იდოიძე, მეტსახელად, "თუში"?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, რის თაობაზეც გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული
ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად
. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე
ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

"კვირის პალიტრის" ანალიტიკოსის, ნინო ბურჭულაძის თქმით, ზურაბ იდოიძე მეტსახელად, "თუში" აქამდე არანაირად არ იყო შემჩნეული ტერორიზმთან კავშირში, მეტიც, არ ითვლებოდა რადიკალური ისლამის თანამგრძნობად და სალაფიტური ჯამაათის წევრად.


რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები