"თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანიც გაწირო"- რას წერს დაჭრილი დაცვის უფროსის ცოლი? - კვირის პალიტრა

"თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანიც გაწირო"- რას წერს დაჭრილი დაცვის უფროსის ცოლი?

კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსის ზვიად მესხის მეუღლე ქეთი კალანდარიშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:

"ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება, "მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული" და თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოდ, რომ მის გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა... ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მადლობა ღმერთს. თუმცა პოტენციური მკვლელი თბილისის ქუჩებში ისევ მშვიდად დადის, რადგან 30 000 გადაიხადა და გაათავისუფლეს.

სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს,რადგან იმედი მქონდა სამართალდამცველებისა და მთავრობის, თუმცა ეხლა ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს" - წერს კალანდარიშვილი.

ცნობისთვის, კლუბ "ბასიანში" დაცვის უფროსი ზვიად მესხი, ასევე დაცვის ერთი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 3 პირის დაჭრაში ბრალდებული 27 წლის ახალგაზრდა თამაზ ქვლივიძეა. იგი საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თამაზ ქვლივიძე ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

"ქვლივიძემ ზვიადს დანით მიაყენა ჭრილობა" - ვინ არის სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომლიც სასამართლომ გაათავისუფლა?