"თვითდაზიანება მიიყენა ერთჯერადი საპარსის პირით" - რას აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევაზე? - კვირის პალიტრა

"თვითდაზიანება მიიყენა ერთჯერადი საპარსის პირით" - რას აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში გლდანის ციხეში მომხდარ შემთხვევაზე?

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა, რომელსაც ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება, ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა და თვითდაზიანების მიყენება სწორედ მათი ჩვენებებით დგინდება.

"მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა ერთჯერადი საპარსის პირით.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ: "პატიმარი საკანში ყელგამოჭრილი ნახეს" - რა მოხდა გლდანის ციხეში?