"ყოფილმა ქმარმა ჯაჭვით დამაბა... მემუქრებოდა, რომ შვილს მომიკლავდა" - რას ამბობს ვაკეში მოკლული ქალის დედა?
"ყოფილმა ქმარმა ჯაჭვით დამაბა... მემუქრებოდა, რომ შვილს მომიკლავდა" - რას ამბობს ვაკეში მოკლული ქალის დედა?
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მოკლულის დედა, ნათია გობაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, მისი ყოფილი მეუღლე ვეფხია ბაქრაძე მასზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

"სულ ძალადობდა ჩემზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ბოლოს თებერვალში დამხვდა სახლთან და მუქარით ჩამსვა მანქანაში. კუმისში თავის სახლში წამიყვანა. გზაზე მემუქრებოდა, ფეხები შემიკრა, დანას მიტრიალდება. კუმისის სახლში ჯაჭვით დამაბა და ორი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი. მერე წამომიყვანა, მაგრამ
რომ არ შევურიგდი, მუქარა გააგრძელა, რომ მე ან ჩემს შვილს მოკლავდა
. იმ დღესაც მე და თაკო პოლიციაში ვიყავით. მე იქიდან ვაშლიჯვარში გამგზავნეს კიდევ რაღაც საკითხებზე, თაკო ბაღში ბავშვების გამოსაყვანად წავი
და. სულ ცუდი გრძნობა მიტრიალებდა თავში, რადგან დილით კარებიც ვერ ჩავკეტეთ, საკეტი მოშლილი იყო. თაკოს ვურეკავდი და არ მპასუხობდა. მინდოდა მეთქვა, რომ დამლოდებოდა, მაგრამ ბოლოს იმან მიპასუხა და დამცინავად მითხრა - შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი, დედის სისხლში ამოსვრილი ბავშვები დამხვდნენ. ეს როგორ გააკეთა. პათოლოგი კი არის, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ამას ჩაიდენდა", - განაცხადა ნათია გობაძემ.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: "ბავშვმა გააღო კარი და მხოლოდ ერთი სიტყვა გვითხრა - გადახტაო" - შემზარავი მკვლელობა ვაკეში


"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო
პარადოქსი ან რა ჯანდაბად უნდოდა შერიგება , ვერ ვხვდები.
17 აპრილი 2018 21:17
მე მგონი ქმრის ტანსაცმელი (сорочка) აცვია სურათზე.
lali
16 აპრილი 2018 17:37
ქალო 2 კვირა თუ დაბმული ყავდი,გცემდა,გაწამებდა ნორმალური არ ყოფილხარ თუ ამას ეგუებოდი? ან რად გინდოდა ეს არაკაცი ქმრად?შენი ბრალია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?