"ეს ყველაფერი მირზა სუბელიანმა "დაალაგა" იმ სამ დღეში, სანამ თანამდებობიდან გადადგებოდა" - კვირის პალიტრა

"ეს ყველაფერი მირზა სუბელიანმა "დაალაგა" იმ სამ დღეში, სანამ თანამდებობიდან გადადგებოდა"

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა 17 მაისს სასამართლო სხდომაზე დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ მკვლელობაში კიდევ ორი პირი მონაწილეობდა. მეორე ბრალდებულის დაკითხვას სასამართლო 24 მაისს გეგმავს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ლ დეკემბერს მოზარდთა ქუჩურ გარჩევებს 51-ე სკოლის მოსწავლეები: დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი შეეწირნენ. მკვლელობაში ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს პატიმრობა აქვს შეფარდებული. სტატიას აქვეყნებს გაზეთი „კვირის პალიტრა“, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

"ჩვენება პოლიციამ გააქრო"

ზაზა სარალიძე, დათოს მამა: - ბრალდებულმა დაასახელა ის ორი პირი, რომლებიც მკვლელობაში მონაწილეობდნენ, მაგრამ დღემდე არ დაუკავებიათ. მათ რაღაც საგანი სჭერიათ ხელში და დათოს უქნევდნენ. დასახელებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი მიხეილ კალანდია (მასზე საჯაროდ შემიძლია საუბარი, ვინაიდან სრულწლოვანია). დაკითხულმა დაადასტურა, რომ დანას იქნევდა, მაგრამ არ უთქვამს, ვის და სად დაარტყა. ბრალდებულის ჩვენებით დასტურდება, რომ დათოს მკვლელობის საქმეში ოთხი მოზარდი ფიგურირებს.

პროკურატურა, სავარაუდოდ, შეეცდება ბათილად ჩათვალოს მისი ჩვენება და თქვას, ბრალდებულმა სასჯელის შემსუბუქების მიზნით დაასახელა სხვა პირებიო. არადა, ამ ბიჭმა სიმართლე თქვა.

...

წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება საქმეში არ დევს, პოლიციამ გააქრო. ზვიად კუპრავამ გაარკვია, რომ ეს ყველაფერი მირზა სუბელიანმა "დაალაგა" იმ სამ დღეში, სანამ თანამდებობიდან გადადგებოდა. ბრალდებულს ზუსტად არ განუმა-რტავს, თვითონ რა და როგორ ჩაიდინა (რისი გაუთქმელობის უფლებაც ჰქონდა), მაგრამ თქვა, შემეშინდა, დანა ამოვიღე და ვიქნევდიო.

...

თუ კალანდია დაიჭირეს, ამ საქმეს ნათელი მოეფინება. ვიცი, კალანდიების ოჯახმა როგორ გადაყარა შვილის ტანსაცმელი…

სტატია წაიკითხეთ 21 მაისის გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად