"არ მინდოდა, მისი მოკვლა..." - კვირის პალიტრა

"არ მინდოდა, მისი მოკვლა..."

"არ მინდოდა, მისი მოკვლა... მინდოდა, შემეშინებინა", სამწუხაროდ, ეს ტრაგედია მოხდა, რის გამოც ძალიან ვწუხავრ და ვუსამძიმრებ ოჯახს", - განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულმა ბესიკ ტაკიძემ სასამართლო სხდომაზე, სადაც წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. მისი თქმით, როდესაც სამართალდაცავებს მიუახლოვდა, ბუტა ანთაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

გაზეთ "კვირის პალიტრაში" მომხდარზე გამოქვეყნდა სტატია, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ტაკიძე პოლიციის უფროსს გვიან ღამით ქუჩაში დაესხა თავს - ზურგიდან მიეპარა და დანით ჭრილობები მიაყენა. მძიმედ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მას სიცოცხლე ვეღარ შეუნარჩუნეს.

პოლიციის უფროსის მკვლელობის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ მასთან ბრალდებულს ადრეც ჰქონია კონფლიქტი და ეს ძველი წყენის გამო შურისძიებაა.

ბესიკ ტაკიძის ბაბუა: "ბუტა ანთაძე ჩემს შვილიშვილს ხშირად ნარკოტიკის გამო იჭერდა და განყოფილებაში მიჰყავდა. 5-ჯერ წაიყვანეს, მაგრამ წამალი არც ერთხელ არ აღმოაჩნდა. იმ დღეს რა მოხდა, არ ვიცი".

ბრალდებულის მეზობელი ქალის თქმით, ბუტა ანთაძე ახალგაზრდებს ქუჩაში დგომას უკრძალავდა. ბესიკ ტაკიძე ადრე უცემია და მაშინ აქციებიც კი გამართულა პოლიციელის გადაყენების მოთხოვნით.

"ჩვენ თვალწინ გაიზარდა ეს ბიჭი, მიჭირს დაჯერება, რომ ასეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა", ამბობენ თანასოფლელები…

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "დანით მოუკლავს, არ ვიცი, როგორ გაიმეტა, ბუტას პატარა შვილები დარჩა ობლად"

თეა ხურცილავა