ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლულია - შსს-ს სავარაუდო ბრალდებულიც დაკავებული ჰყავს?
ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლულია - შსს-ს სავარაუდო ბრალდებულიც დაკავებული ჰყავს?
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას კი უკვე მესამე დღეა ეძებენ. თავდაპირველი ინფორმაციით, გრდაცვლილებს  თითქოს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა kvirispalitra.ge-ისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან კი არა, დიდი ალბათობით, მკვლელობასთან გვაქვს და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც უკვე დააკავეს. ეს ინფორმაცია,
რამდენიმე წყაროსგან მივიღეთ.

მათი თქმით, ხადას ხეობაში კრიმინალისტები მუშაობენ და ამ მომენტისათვის შემთხვევის ადგილზე გაჰყავთ დანაშაულში ეჭვმიტანილი. როგორც წყარო გვეუბნება, დანაშაული ერთი პირის მიერაა ჩადენილი, რომელმაც ჯერ მამაკაცი - რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქალი გადააგდო ჩანჩქერში.

სმიტების 4 წლის პატარას სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

აღნიშნული
ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ შსს-ს პრესცენტრს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გვეტყოდნენ.

როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ისინი უკვე 7 წელია ცხოვრობდნენ მარნეულში.


განახლებული ინფორმაცია: "მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - საზარელი მკვლელობის დეტალები

ნანა ფიცხელაური (სპეციალურად საიტისთვის)
ნათია
16 ივლისი 2018 14:41
აბა ნახეთ რა მაგარია შ ს ს რა უცებ გახსნეს საქმე მაგათი შიშით კანკალებს ქართველობა
ლევან
10 ივლისი 2018 22:18
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. არასდროს არ ვფიქრობ ცუდზე და პესიმისტურზე, მაგრამ მაინც ... ჩვენ არაფერი გვეშველება ....
-
09 ივლისი 2018 15:04
როგორი ლამაზო ოჯახია, გავგიჯდი რა კარგები არიან საწუხაროდ!!! ძალიან ცწუხვარ ძალიან!!! დაისაჯოს უმკაცრესდა არ უნდ ამასა ბევრი ბოდილია

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები