"მწყემსები ადასტურებენ, რომ კობაური მათთან საუბრისას, ქალის მიმართ სიმპათიას გამოხატავდა, უყვებოდა, ლამაზი ქალი იყოო" - კვირის პალიტრა

"მწყემსები ადასტურებენ, რომ კობაური მათთან საუბრისას, ქალის მიმართ სიმპათიას გამოხატავდა, უყვებოდა, ლამაზი ქალი იყოო"

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან მაიკლ და ლორა ჯოი სმიტები 4 წლის ვაჟთან, ქეილებთან ერთად დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. 112-ში შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები და იმავე დღეს სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების ავტომანქანა და პირადი ნივთები, ალავერდის ჩანჩქერში კი ლორა სმიტის ცხედარი აღმოაჩინეს. რაიანის გვამს მაშველებმა 7 ივლისს მდინარეში, ჩანჩქერიდან 800 მეტრის დაშორებით მიაკვლიეს. 9 ივლისს kvirispalitra.ge-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო და სამარ-თალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მან სამართალდამცველებს 4 წლის ბიჭის ცხედრისა და მკვლელობის იარაღის სამალავზე მიუთითა. გამოძიება მკვლელობის ვერსიად სექსუალურ ძალადობას განიხილავდა... მომხდარზე ვრცელი მასალა გამოაქვეყნა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

... კობაურის ჩვენების გარდა, პროკურატურას მტკიცებულებად მკვლელობის იარაღი - ორლულიანი თოფი და ვაზნები აქვს, რასაც გამოძიებამ ბრალდებულის დახმარ-ებით მიაკვლია, თუმცა არ არის ნაპოვნი ტყვიის მასრები. პროკურატურის რწმუნებით, დანაშაულის ჩადენის მომენტში კობაური ნასვამი იყო.

დავით ყაზარაშვილი, სმიტების მკვლელობის საქმის პროკურორი:

- კობაური გამოძიებას პერიოდულად აწვდიდა მცდარ, მისთვის ხელსაყრელ ინფორმაციას; ცდილობდა, კვალი გაექრო და სამხილები და მტკიცებულებები გადაემალა. გამოძიება გრძელდება მკვლელობის მოტივის დასადგენად. ასევე ვიძიებთ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი.

- ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, რა მტკიცებულებები დევს საქმეში?

- ბრალდებულის მითითებით ვიპოვეთ შესაძლო დანაშაულის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფი (მისი ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა), რომელიც ჩამარხული იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც მწყემსებს ცხვარი ჰყავდათ დაბინავებული, ასევე ბავშვის გვამი და სხვა ნივთმტკიცებები. საქმეში დევს მოწმეთა ჩვენებებიც. ყველა მტკიცებ-ულება გვაძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დანაშაული კობაურმა ჩაიდინა. დადგენილია, რომ მის გარდა დანაშაულის ადგილზე არავინ ყოფილა.

- რა მოტივით ჩაიდინა ბრალდებულმა დანაშაული?

- მოტივი ურთიერთშელაპარაკებაა, რაც იარაღის მოხმარების წესის დარღვევას მოჰყვა - რაიანი შენიშვნას აძლევს მას და ამით განაწყენებული კობაური თავდაპირველად რაიანს კლავს, შემდეგ მის არასრულწლოვან შვილს. შემდეგი სამიზნე ლორა სმიტია, თუმცა ის გარბის და ხევში იჩეხება...

- რა სახის ექსპერტიზებია ჩატარებული? - სამედიცინო, ტექნიკურ-ინფორმაციული. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ფოტო-აპარატი, რომელსაც სმიტები იყენებდნენ. მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა. ბრალდების მხარე კომპლექსურად დანიშნავს ყველა ექსპერტიზას, რომლებიც დაგვეხმარება ჭეშმარიტების დადგენაში. დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.

- საინტერესოა ბავშვის მკვლელობისა და მისი გადამალვის მომენტი. ექსპერიმენტის დროს როგორ აღწერს ბრალდებული ამას?

- ბავშვს თავში აქვს ნასროლი, სავარაუდოდ, თოფი. მის თავში აღმოჩენილია უცხო სხეულებიც. როგორც კობაურმა განმარტა, გარდაცვლილს ფეხში მოვკიდე ხელი, ავწიე და მისი ცხედარი, სმიტების ნივთებთან ერთად, თოვლის ქვეშ დავმალეო.

- მამაკაცის გვამი რატომ იყო შიშველი და ლორა სმიტს თუ აღენიშნება ძალადობის კვალი?

- ვერ გეტყვით... ამ ეტაპზე ტანსაცმლის ნაწილი ნაპოვნია, ნაწილი - არა. ყველაფერს შევისწავლით. რაც შეეხება ქალს, ის ჩაცმული იყო. გვამსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და მიმდინარეობს კვლევა. მოწმეები ადასტურებენ, რომ ბრალდებული მათთან საუბრისას ქალის მიმართ სიმპათიას გამოხატავდა და მწყემსებს უყვებოდა, ლამაზი ქალი იყოო.

- სანადირო თოფი ვისია?

- მესაკუთრე სხვა პირია, რომელიც გამოკითხულია... იმ ფაქტს, რომ მას კობაურიც მოიხმარდა, სხვებიც ადასტურებდნენ. ....

"კობაურს მობილურ ტელეფონში ლორა სმიტის გვამის ფოტოები ჰქონდა და მწყემსებს უჩვენებდა"

ბრალდებული ჩვენებაში ყველაფერს არ ჰყვება, თუმცა დეტალების შესახებ ბევრი რამ უამბო მწყემსებსა და იქაურებს. მკვლელობის მოტივი, რომელიც თავდაპირველად დასახელდა, იყო ეჭვიანობა, რასაც მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ეს იყო ჯგუფური დანაშაული... ჩემი შვილის უკან დგას ბანდა" - რას ამბობს ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა?

ნანა ფიცხელაური