არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა
16-11-2018
არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა
გორში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. არაოფიციალური წყაროებით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები სწორედ აღნიშნული ადგილს ეძებენ.

ამ ინფორმაციას შსს არ ადასტურებს.

"კვირის პალიტრასთან" წლების წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ზაქრო ბერძენიშვილის დედა
ჰყვებოდა:

გორში, 2004 წლის 1-ლ ნოემბერს 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი დედამ ეზოში­ ჩაუშვა და იმ დღის შემდეგ ბავშვი აღარავის უნახავს. ეს შემზარავი ისტორია მაშინ გაცოცხლდა, როცა ისევ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი მოკლეს. ამ სასტიკი მკვლელობის ჩამდენი იაგო ნებიერიძე ბიჭის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა - ის
ბერძნიშვილებს 20.000 დოლარს სძალავდა. გაუჩინარებული ბავშვის ოჯახი დღემდე ნებიერიძეს ადანაშაულებს, თუმცა მას ეს დანაშაული არ უღიარებია და საქმეში მისი მონაწილეობა არც მტკიცებულებებით დადასტურებულა. "კვირის პალიტრა" 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის დედას, ხათუნა რაზმაძეს ესაუბრა.

- ზაქრო 2004 წლის 1-ლ ნოემბერს გაიტაცეს... გვყავდა მოწმე, რომელიც ამბობდა, როგორ წაიყვანა ბავშვი ეზოდან მაღალმა, გამხდარმა ბიჭმა. მისი აღწერილობა იაგო ნებიერიძის გარეგნობას დაემთხვა. სად არ ვეძებეთ, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით. იხილეთ სრულად



"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით