"ეს არის ნერვების თამაში, ცდილობენ დროის გაწელვას" - კვირის პალიტრა

"ეს არის ნერვების თამაში, ცდილობენ დროის გაწელვას"

ხვალ, დილის 9 საათზე ყველანი ვიკრიბებით გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან და აქ შევხვდებით ჩვენს ღირსეულ კანდიდატს, დავით კირკიტაძეს. დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელსაც გურჯაანის სასამართლო მიიღებს, - ამ სიტყვებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილ საზოგადოებას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, სასამართლო პროცესის ხვალ ჩანიშვნით ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. "ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის ნერვების თამაში, ცდილობენ დროის გაწელვას, ძალიან მარტივად შესაძლებელი იყო დღეს გამართულიყო ეს პროცესი, მაგრამ ხელისუფლებამ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ხვალ დილით გაიმართოს სასამართლო პროცესი. ფიქრობენ, ხვალ დილით ამდენი ვერ ვიქნებით, რაღაც პრობლემა გვექნება, ვერ შევიკრიბებით. მინდა მივმართო მოსამართლეს, იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს აღვრიცხავთ და ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიაში რჩება. ხვალ და ზეგ, როცა დაიწყებს, დამავალეს და ამიტომ გავაკეთეო, ეს ძალიან გვიანი იქნება. ჩვენ ერთადერთ რამეს მოვითხოვთ, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად იმოქმედოს ხელისუფლებამ, სასამართლო სისტემამ და თითოეულმა ადამიანმა. ვიბრძვით ბოლომდე და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ", -განაცხადა ვაშაძემ.

"თუ ივანიშვილი გაბედავს და პატიმრობაში დატოვებს დავით კირკიტაძეს, ის მიიღებს ათას დავით კირკიტაძეს"

"ინტერპრესნიუსი"