მიქაუტაძე, ჩინჩალაძე, ალანია და სხვანი - რა ქონებას ფლობენ სკანდალური სიის მოსამართლეები
მიქაუტაძე, ჩინჩალაძე, ალანია და სხვანი - რა ქონებას ფლობენ სკანდალური სიის მოსამართლეები
ფოტო:გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია, დიმიტრი გვრიტიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ  დანიშვნასთან დაკავშირებით ხმაური და კამათი არ წყდება. მოსამართლეების კანდიდატთა თავდაპირველი სკანდალური სია უკვე დიდი ხანია "ქართულ ოცნებაში" განხეთქილების საგნად არის ქცეული.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში  დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელსაც ხელს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი აწერს და რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. როგორ განვითარდება მოვლენები უცნობია, თუმცა მანამდე გთავაზობთ სკანდალური სიის მოსამართლეების ქონებრივ მდგომარეობას.

მიხეილ ჩინჩალაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 30 ივნისს
შეავსო, მას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.
ჩინჩალაძე ფლობს ბაბუისგან ნაჩუქარ 145კვ.მ ფართობის ბინას თბილისში. დეკლარაციის შევსების მომენტში ჩინჩალაძეს "თიბისი" ბანკის სახელფასოზე ერიცხებოდა 5823 ლარი. საანგარიშო პერიოდში დანაზოგის სახით მას ჰქონდა 9 000 ლარი ნაღდი ფული.
რაც შეეხება შესრულებული სამუშაოდან მიღებულ ანაზღაურებას, 2017 წლის 1-ლი
იანვრიდან 2017 წლის 23 მაისის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე აიღო 49 691 ლარი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 25 მაისიდან იმავე წლის ბოლომდე აიღო 59 620 ლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტში ბანკ "რესპუბლიკაში" მას აღებული ჰქონდა 100 000 დოლარის ოდენობის სესხი და იმავე წელს ამ სესხთან დაკავშირებულმა გასავალმა 11 242 დოლარი შეადგინა. საგურამოში მშენებარე სახლის სამშენებლო სამუშაოების ხარჯებმა 39 000 ლარი შეადგინა.
ნინო ქადაგიძე
ნინო ქადაგიძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 22 თებერვალს შეავსო. მის საკუთრებაშია 109 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2009 წელს იყიდა და 60 000 დოლარი გადაიხადა. ის ფლობს მსუბუქ ავტომანქანას "რავ4"-ს რომელშიც 2015 წელს 19 500 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მის ანგარიშებს, დეკლარციის შევსების მომენტში ნინო ქადაგიძეს "თიბისი" ბანკის სახელფასოზე ერიცხებოდა ჯამში 7 957 ლარი. "საქართველოს ბანკის" საკრედიტოზე კი ჰქონდა 2000 ლარი.
საანგარიშო პერიოდში სახელფასო დანაზოგის სახით მას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 15 000 დოლარი.

ქადაგიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ყოფნისას 2017 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით აიღო 81 775 ლარი.
ბანკ "რესპუბლიკაში" მას ბინის ნასყიდობისთვის აღებული ჰქონდა 52 000 დოლარის ოდენობის სესხი, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა საანგარიშო პერიოდში 4572 ლარი შეადგინა. ნინო ქადაგიძემ 2017 წლის განმავლობაში ჰონორარის სახით ჯამში 17 126 ლარი აიღო.

გიორგი მიქაუტაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 5 თებერვალს შეავსო. მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მის საკუთრებაშია 3 საცხოვრებელი სახლი თბილისში, ესენია - 247,95 კვ.მ ფართობის, 52 კვ.მ ფართობისა და 64 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლები, რომელთა შეძენის ფორმად მითითებულია ნასყიდობა, თუმცა გადახდილი საფასურის ოდენობაში აღნიშნული 0 ლარი. ის ფლობს 15,05 კვ.მ ფართობის ავტოსადგომს, რომელიც 2019 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი "ტოიოტა ლენდ კრუიზერი", რომელიც 2016 წელს 10 000 აშშ დოლარად შეიძინა.

საანგარიშო პერიოდში მიქაუტაძეს "თიბისი" ბანკის სახელფასოზე ჰქონდა 585 ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 17 000 ლარი, რომლის წყაროდაც მითითებულია დანაზოგი ხელფასიდან.მიქაუტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე 2018 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით აიღო 90 675 ლარი, ხოლო მისმა მოსამართლე მეუღლე მაია კვირიკაშვილმა 72 506 ლარი. როგორც დეკლარაციაშია მითითებული, გიორგი მიქაუტაძეს უძრავი ქონების შესაძენად აღებული ჰქონდა სესხად 25 000 აშშ დოლარი და 2018 წელს ამ სესხტან დაკავშირებულმა მისმა გასავალმა შეადგინა 10468 ლარი, ასევე, განვადებებისთვის ჯამში მისმა გასავალმა შეადგინა 2 867 ლარი

თამარ ალანიას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. ის ფლობს 1674 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთის რაიონში, რომელიც 2016 წელს 50 000 დოლარად შეიძინა. ასევე ფლობს მსუბუქ ავტომანქანა "ლექსუს" რომელიც 2014 წელს 16 000 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსების მომენტში, თამარ ალანიას "თიბისი" ბანკის ანაბარზე ჰქონდა 14 728 დოლარი, იმავე ბანკის "ვიზა გოლდზე" ერიცხებოდა 999 ლარი, ხოლო "თიბისი" ბანკის კოსმო ბარათზე ერიცხებოდა 115 ლარი, 79 დოლარი და 85 ევრო.

2017 წლის განმავლობაში თამარ ალანიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ ყოფნისას ანაზღაურების სახით აიღო 87 941 ლარი, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ყოფნისას იმავე წლის 12 თვის განმავლობაში 3977 ლარი.
2017 წელს გათბობის სისტემის დასაყენებლად განვადების სახით მას დადებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის ოდენობაც იყო 3282 ლარი და ამასთან დაკავშირებულმა გასავალმა შეადგინა 3300 ლარი.
საანგარიშო პერიოდში თამარ ალანიას შვილების სწავლის საფასურის გადასახადმა გასავლის სახით შეადგინა 6 900 ლარი.
პაატა სილაგაძე
პაატა სილაგაძეს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 22 ივნისს შეავსო.
ის ფლობს 12,29 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ქუთაისში, რომელიც 2011 წელს 2 000 ლარად შეიძინა. ასევე 215 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ქუთაისში, 147,93 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ქუთაისში, რომელშიც 2011 წელს 5 000 ლარი გადაიხადა და 30 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, რომელშიც 2015 წელს 24 000 დოლარი გადაიხადა. მის საკუთრებაშია 2014 წელს 20 000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა "ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო" და 2018 წელს 15 000 ლარად შეძენილი "ტოიოტა ქამრი".

საანგარიშო პერიოდში პაატა სილაგაძეს "თიბისი" ბანკის სახელფასოზე ერიცხებოდა 3540 ლარი, იმავე ბანკის ანაბარზე ჰქონდა 6264 აშშ დოლარი, იმავე ბანკის მიმდინარეზე ერიცხებოდა 554 დოლარი.
სილაგაძემ 2017 წელს 12 თვის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით აიღო 122 824 ლარი, ხოლო იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ლექტორის თანამდებობაზე 651 ლარი.
საანგარიშო პერიოდში პაატა სილაგაძეს ბანკ "რესპუბლიკაში" აღებული ჰქონდა 15 000 ლარის ოდენობის სამომხარებლო სესხი, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 4383 ლარი.

მარიამ ცისკაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 30 მარტს შეავსო. ის ფლობს 138,02 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს წყნეთში, რომელიც 2013 წელს 70 000 აშშ დოლარად შეიძინა. ასევე ფლობს 2007 წელს 120 000 დოლარად ნაყიდ 125 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში და 14კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელ ფართს.

დეკლარაციის შევსების მომენტში, მარიამ ცისკაძეს "თიბისი" ბანკის სახელფასოზე ერიცხებოდა 426 ლარი, "ბაზის ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 2890 აშშ დოლარი, ასევე "ბაზის ბანკის" მიმდინარეზე 2216 ევრო. დეკლარაციის შევსების მომენტში პირადი დანაზოგის სახით ცისკაძე ჰქონდა 5570 ევრო ნაღდი ფული.

რაც შეეხება მის ანაზღაურებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,  მიიღო 15 344 ლარი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 46 187 ლარი, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში 2017 წლის განმავლობაში მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით აიღო 5 782 ლარი, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში 11 812 ლარი, შპს კუპრაშვილი და ადვოკატები იურიდიული მომსახურებისთვის მიიღო 3000 ლარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 25 მაისიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეობისთვის აიღო 52 221 ლარი.

დეკლარაციის შევსების მომენტში მარიამ ცისკაძეს "ბაზისბანკში" აღებული ჰქონდა 10 000 ლარის ოდენობის სესხი, ხოლო იმავე წელს სესხთან დაკავშირებულმა გასავალმა 6785 ლარი შეადგინა. ბანკ "რესპუბლიკაში" სესხის სახით აღებული ჰქონდა 62 833 დოლარი, ხოლო სესხთან დაკავშირებული გასავალი 15 516 დოლარი. 2017 წლის განმავლობაში მარიამ ცისკაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 წლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით შემოსავლის სახით მიიღო 6 000 ლარი.
მას ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

დიმიტრი გვრიტიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 16 იანვარს შეავსო. მას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. გვრიტიშვილის საკუთრებაშია 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი დუშეთში, რომელიც მან 2018 წელს საჩუქრად მიიღო. იმავე ფორმით მიიღო დუშეთში 3390 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. გვრიტიშვილის ვაჟიშვილი ფლობს 75 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 2013 წელს 35 500 აშშ დოლარად შეიძინეს.

საანგარიშო პერიოდში გვრიტიშვილს "თიბისი ბანკის" სახელფასოზე ერიცხებოდა 3628 ლარი.

გვრიტიშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს თამვჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის განმავლობაში 97 755 ლარი, ხოლო იუსტიციის საბჭოს წევრობისთვის იმავე წელს ანაზღაურების სახით აიღო 14 400 ლარი.

"თიბისი ბანკში" გვრიტიშვილ სესხის სახით აღებული ჰქონდა 28 500 ლარი, და გასულ წელს მასთან დაკავშირებულმა გასავალმა შეადგინა7764 ლარი.

იხილეთ ასევე: "სამართლის" 10 მაფიოზი"

(სპეციალურად საიტისთვის)

ალექს
12 თებერვალი 2019 13:25
გინდა ჯოხი დადე,გინდ თავად თემიდა დასვი,თვალახელილი,ელექტრონული სასწორით ხელში,ამ სამართლის სისტემაში უმაღლესი სახელმწიფო ბრალმდებლის სტატუსით თანამდებობის არსებობა ნიშნავს , რომ ის რეჟიმს ემსახურება ,როგორც რეპრესიის ინსტრუმენტი !

მარტივია ახლა ეს ,ვთქვათ ლონდონში მაღაზიას ქონდა დისტრიბუტორის ვალი ერთი ექვსი თვე,ერთ წვიმიან დღეს მაღაზიაში მოვიდა დისტრიბუტორი ქოლგით და მისი ტარი უთავაზა მოვალეს ,სასამართლომ პოლიციის გამომძიებლის პატაკის შესწავლის და დაზარალებულ დამზარალებლის დაკითხვის შემდეგ ,გაარჩია რა ორი თანაბარი პირის ურთიერთობა , ერთს ჯარიმა ,მეორეს ვალის სრულად და დროულად გადახდა დაავალა ,და მეტი აქ არ მოხვიდეთ,საქმეს მიხედეთო !

აქ როცა ხდება იგივე ,მესამე პირი სახელმწიფო გამოდის სცენაზე,ქოლგის ტარი დისტრიბუტორმა სახელმწიფოს უთავაზა და ის ბრალს გდებს ,რომ შენ სახელმწიფო ტარყავი (ხელყავის ფორმაა )და ციმბირს უკან დაგატოვებინებს ,ასე უწერია კანონში,რომელიც თავად შეთხზა,გზად სახელმწიფოს სახელით ჩამოგატყავოს შეიძლება ,ორივე თან ,მტყუანიც და მართალიც და მოწმე თუა სადმე ,ისიც !
თემიდა
12 თებერვალი 2019 11:27
ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლეების უმეტესობას ხალხის ნდობა აღარ აქვს, რაც ხშირად გამოჩნდებიან ტელეეკრანებზე, მით უფრო მოიმატებს ხალხის აგრესიაც.
ისე არ ქნან რომ თავად ხალხმა გაასამართლოს
არჩილი
12 თებერვალი 2019 08:02
კარგ შეფასებას აძლევ ქალბატონო მაყვალა. მე მხოლოდ დავუმატებ მოსამათლეები ჩინოვნიკებში ყველაზე გამორჩეული "სულიერად სრულად დაცლილი პესონები" არიან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-02-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა