"არ ვიცით, აცნობიერებს თუ არა მომხდარს" - რას ამბობს ფსიქიატრიული ცენტრის დირექტორი ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე
"არ ვიცით, აცნობიერებს თუ არა მომხდარს" - რას ამბობს ფსიქიატრიული ცენტრის დირექტორი ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე
ფოტო:მანანა ელიაშვილი
"იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, არ ვიცით, აცნობიერებს თუ არა გუშინ მომხდარ ფაქტს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის, ვალერი ირემაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მანანა ელიაშვილის ინფორმაციით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პაციენტს უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში არ უძინია და ცუდად იყო. მისივე თქმით, პაციენტს აქვს ფსიქიკური პრობლემა, თუმცა რა სახის, ამაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია.

"პაციენტი მოიყვანეს
წუხელ. მიეცა მას შესაბამისი დანიშნულება. როგორც გადმოცემით ირკვევა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ცუდად იყო, დაახლოებით ათი დღე არ უძინია. წუხანდელი დანიშნულების შემდეგ პაციენტს ეძინა და დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაეღვიძა. კონტაქტის დამყარება მასთან მინიმალურ დონემდეა დაყვანილი, ის არ ყვება თავისი ფსიქიკური
მდგომარეობის შესახებ.

ინფორმაცია მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ჩვენ გვაქვს მისი თანმხლები პირებიდან. მამა იყო მოსული და სწორედ აქედან გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ იქცეოდა სახლში. მინიმალური კონტაქტით დგინდება, რომ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემა, თუმცა რა სახის, ამაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია.

იქიდან გამომდინარე რომ მასთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, არ ვიცით, აცნობიერებს თუ არა გუშინ მომხდარ ფაქტს. ამის შეფასება ჯერ ნაადრევია.

ჩვენი დაწესებულებისთვის მას არასდროს მოუმართავს. მამის გადმოცემით, 10 წლის ასაკში ჰყავდათ რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, მას შემდეგ კი მსგავსი დაწესებულებისთვის არ მიუმართავს," - განაცხადა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა.

13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, უწყების განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

კანონი რომ კანონობდეს
11 თებერვალი 2019 23:27
ესენი ახლა ციხეში უნდა იყვნენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები