"არაერთხელ მოუვიდათ უთანხმოება, თამუნას აღარ შეეძლო ასეთ სტრესში ცხოვრება. ქმართან დაშორება უნდოდა, მაგრამ არ ეშვებოდა..."
25-03-2019
"არაერთხელ მოუვიდათ უთანხმოება, თამუნას აღარ შეეძლო ასეთ სტრესში ცხოვრება. ქმართან დაშორება უნდოდა, მაგრამ არ ეშვებოდა..."
ფოტო:თამარ ლომიძე
24 მარტს, ხა­შუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით 33 წლის თამარ ლომიძე შე­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი 6 ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და­ნით ქმარ­მა მი­ა­ყე­ნა, რომელსაც ორი კვირის წინ დაშორდა. სავარაუდოდ, ის თამარ ლომიძეს შერიგებას სთხოვდა. ახალგაზრდა ქალი ხაშურიდან  ქირურგიის ეროვნული ცენტრში გადიყვანეს და კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ქირურგიის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. რო­გორც
"ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო, რაც 13-დან 17 წლამ­დე.

მამაკაცის ახლობლებლის ინფორმაციით ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი არ იყო იშვიათი, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებმდე საქმე არასდროს მისულა. თავად ბრალდებული შმაგი დოლიძე კი დუმს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს
ამბობს.

მომხდარის მოტივზე დაზარალებულის ახლობლები კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ, თუმცა, ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად ხაშურში ეჭვიანობას ასახელებენ.

"სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ეს უბედურება, თუმცა თამუნა უკარგესი და ძალიან პატიოსანი გოგოა და ქმარს ეჭვიანობის საფუძველი არ ჰქონდა. წლების განმავლობაში კონფლიქტურ გარემოში უწევდა ოჯახში ცხოვრება. არაერთხელ მოუვიდათ უთანხმოება, აღარ შეეძლო ასეთ სტრესში ცხოვრება. შმაგი ხშირად თვრებოდა, ნარკოტიკების მომხმარებელიც იყო და როგორც ვიცი, ახლაც მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული. ქმართან დაშორება უნდოდა, მაგრამ არ ეშვებოდა, ამის საშუალებას არ აძლევდა და ეს შემზარავი ფაქტიც მოხდა. ხაშურის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, სალონში იყო მისული, სადაც თამუნა მუშაობდა, როგორც ამბობენ კოსმეტოლოგის კაბინეტში გაიყვანა სალაპარაკოდ, სადაც ასე გაიმეტა", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" დაზარალებულის ერთ-ერთმა ნაცნობმა.



დალი
26 მარტი 2019 11:05
რატომ არ უნდა გაიგოს სხვამ შენი არნდომა? თუ კი არ გაეძლება შენ გვერდით- გაუშვი! ეს მისი კი არა შენი საკუთარი თავის პატივისცემაა. არავინ არ ღირს იმად რომ ,, მკვლელი" გქვიოდეს. არაა ძნელი ამის მიხვედრა,როცა გინდა მიხვდე.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?