ე.წ. კანონიერ ქურდს ტარიელ ონიანს ესპანეთს გადასცემენ? - კვირის პალიტრა

ე.წ. კანონიერ ქურდს ტარიელ ონიანს ესპანეთს გადასცემენ?

ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ექსტრადირება ესპანეთში მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ტარიელ ონიანი პატიმრობიდან 9 აპრილს გათავისუფლდა , თუმცა ის კვლავ დააკავეს, ვინაიდან ესპანეთში მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის“ რუსეთის შსს-ში განუცხადეს, რომ ტარიელ ონიანი საერთაშორისო ცირკულარის საფუძველზე დააკავეს, რათა ესპანეთის შესაბამისი ორგანოებისთვის მისი გადაცემა უზრუნველყონ.

იხილეთ ასევე: "ქურდული სამყაროს ნათლიები საქართველოდან არიან. გავიხსენოთ ონიანი, კალაშოვი..." - როგორ მუშაობს "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტი საქართველოსა და მსოფლიოში