ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს - კვირის პალიტრა

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს

თემქაზე, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავს. ბრალდებულ ნაირა ოტიაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული დედა-შვილის, სვეტლანა ბეკერისა და მანია ავდალოვას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილიც.

ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

იხილეთ ასევე: "თქვენი დაცვა არ სჭირდება, ეს ადამიანი ციხეში უნდა ჩალპეს"

"ინტერპრესნიუსი"