"შოთამ იმ კაცის ძმისშვილი მოიყვანა ცოლად, რომელიც თავის დროზე გაიტაცა" - ქვეყნის ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული კაცის ცხოვრების უცნობი დეტალები
"შოთამ იმ კაცის ძმისშვილი მოიყვანა ცოლად, რომელიც თავის დროზე გაიტაცა" - ქვეყნის ნომერ პირველ ტერორისტად შერაცხული კაცის ცხოვრების უცნობი დეტალები
პირველ ოქტომბერს კიევის მახლობლად, სოფელ ხოტიანოვკაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს. პოლიციის თანამშრომლები კვირაზე მეტხანს ეძებდნენ პირს, რომელმაც 23 სექტემბრის ღამით კიევის ობოლონის რაიონში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ორი სპეცრაზმელი დაჭრა და მიიმალა. "ჩვენ დავადგინეთ დამნაშავის ვინაობა, ის საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის, ადამიანთა გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის გამო. ის სოფელ ხოტიანოვკაში იმალებოდა და პროკურატურასთან შეთანხმებით
მის დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიგეგმა", - განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშჩენკომ. მალე ცნობილი გახდა, რომ სპეცრაზმელების მიერ ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქე 44 წლის შოთა ჭიჭიაშვილი იყო, რომელიც თავის დროზე საქართველოში ქვეყნის პირველ ტერორისტად შერაცხეს. ამ თემაზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

"შოთა
ტერორისტი არ იყო"

ელდარ ჭიჭიაშვილი, პოეტი, შოთას ბიძა: - შოთაზე ბევრი ტყუილ-მართალი გავრცელდა, მან თვითონ აღიარა, რაც ჩაიდინა, მაგრამ ბევრი დანაშაულიც დააბრალეს და ხელი შეაწმინდეს.

- თარგამაძე და მისი თანამოაზრეები დარწმუნებული არიან, რომ მისი ავტომანქანის აფეთქების უკან შოთა იდგა.

- კაცი საქართველოდან გადაიხვეწა და აქედან მაინც არ ასვენებდნენ. როცა რეკავდა, სულ იმას გვეუბნებოდა, ახალი ცხოვრება დავიწყე, მინდა შვილებს მივაქციო ყურადღება, ყველაფერს ჩამოვცილდიო. ციხეში ჯანმრთელობა შეერყა, მკურნალობდა, მაგრამ განიკურნა თუ არა, არ ვიცი.

- სააკაშვილმა გაავრცელა ვერსია, ჭიჭიაშვილი მე და ჩემს გარემოცვას გვითვალთვალებდა, ამ მისიით იყო უკრაინაშიო.
- სააკაშვილი გიჟია! და თუ მის ნაბოდვარს ვიზიარებთ, ცუდად გვქონია საქმე. წარმოდგენა არა მაქვს, შოთა ვისთან თანამშრომლობდა და რა მიზნით იყო გადახვეწილი, ანგარიშს მე ხომ არ ჩამაბარებდა? საახლობლოში არც ვინმე მეგულება, იცოდეს, რას საქმიანობდა და რატომ მოკლეს. შოთას ყველასთან გაწყვეტილი ჰქონდა კონტაქტი.

- როგორი იყო ადრე თქვენი ძმისშვილი?

- შოთა ტრაგიკული ბედის ადამიანია... მას მე ვზრდიდი მატანში, პატარა რომ იყო, ჩემს გულზე ეძინა. ძალიან ბევრს კითხულობდა და ვუყვავებდი, შვილო, ეს ჯერ შენი ასაკის შესაფერისი წიგნი არ არის, სხვა წაიკითხე-მეთქი. სისულელე გაუვრცელეს, გამაჰმადიანდაო. შოთა ნებისმიერ რელიგიაში ზედმიწევნით განსწავლული იყო. ჩვენ ხევსურები ვართ, წლების წინ შატილიდან ჩამოსული.
...

- როგორც ვიცით, მისი მეუღლე იმ კაცის ძმისშვილია, რომელიც თავის დროზე შოთამ გაიტაცა.
- შოთამ ხოშაბაევის ძმისშვილი მოიყვანა ცოლად. გატაცების მერე გამოხდა ხანი და შოთა გოგონას დაუკავშირდა, ერთმანეთი ოეწონათ, დაახლოვდნენ და გაჰყვა თუ მოიტაცა, არ ვიცი ზუსტად. ოჯახი შექმნეს და სამი ვაჟი შეეძინათ.

ნინო
08 ოქტომბერი 2019 14:55
რა ცივი თვალები აქვს, შემეშინდა სურათს რომ შევხედე.
...
08 ოქტომბერი 2019 11:13
ანუ ცოლის ბიძა გაიტაცა ? და ბიძამ ჭიჭიაშვილმა არ იცის ჯერ დაქორწინებული იყო იმ ქალზე თუ შემდეგ გაიტაცა ცოლის ბიძა?
თაკო
07 ოქტომბერი 2019 14:17
შოთა უკვე იყო იმ გოგოზე დაქორწინებული და შვილებიც ყავდა როცა ეგ ამბავი მოხდა. როგორ მოხვდა იმ ოჯახში და რატომაც გააკეთა ისიც დაწერეთ. მიცვალებულზე აუგის თქმა ადვილია. საინტერესოა, ცოლის მხარე ცოცხალს თუ გაუბედავდა ამას?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?