ვინ არიან რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დაკავებული პოლიციელები
ვინ არიან რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დაკავებული პოლიციელები
ფოტო:მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე, დიტო დუღაშვილი
რუს­თავ­ში 35 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შსს-მ ხუთი პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის ორი მოქ­მე­დი და ერთი ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლია.

ერთი პირი და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი (1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ა.), ხოლო სა­მარ­თალ­მდაც­ვე­ლე­ბი ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით მი­ეც­ნენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. კი­დევ ერთ და­კა­ვე­ბულს, 1989 წელს და­ბა­დე­ბულ გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილს კი, რო­მე­ლიც მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­გო­ბა­რია, ბრა­ლად ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა ედე­ბა.

გე­თი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხვალ
წა­რუდ­გე­ნენ.

უფ­ლე­ბადმცველ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის ვი­ნა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა:

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლად ედე­ბა სსკ-ის 370-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი, რაც ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას გუ­ლის­ხმობს და 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებს, მათ სსკ-ის 143-ე მუხ­ლით ედა­ვე­ბი­ან, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას
გუ­ლის­ხმობს.

ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი რუს­თა­ვე­ლია, ჩემი ახ­ლო­ბე­ლია. 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ ღუ­ბი­ა­ნუ­რი. კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი მოქ­მე­დი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლიც მისი თა­ნამ­შრო­მე­ლია რუს­თა­ვი­დან" - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას. გაგრძელება





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები