ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირიდან სასამართლომ ხუთივე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
19-11-2019
ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირიდან სასამართლომ ხუთივე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირიდან სასამართლომ ხუთივე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტეპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის, ზაზა სიხარულიძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დაუდასტურა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილებას რამდენიმე დასაბუთება ჰქონდა. ფანცულაია ამბობს, რომ სასამართლო განხილვების 9-თვიანი ვადა მალე გადიოდა, ამასთან, საქმის მსვლელობამ სასამართლოში გამოკვეთა, რომ დაკავებული პირების ბრალდება არასწორად მოხდა.

"თითქმის, 9-თვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, მოსამართლე ნილოლოზ მარსაგიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა ხუთივე პირი ყოველგვარი აღკვეთი
ღონისძიების გარეშე. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი ალბათობით, უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან არასწორად მოხდა მათი ბრალდება იმ 5 პირის მიმართ, რომლებიც დღეს სასამართლომ გაამართლა. რაც შეეხება მეექვსე ძებნილ პირს, მისი საქმე ამ საქმისგან გამოყოფილად მიმდინარეობს", - განაცხადა ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, რომ
2019 წლის 19 თებერვალს, ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძე მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ავტომობილიდან რამდენჯერმე ესროლეს. მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა 5 პირი, ზაზა სიხარულიძე, ლაშა სიხარულიძე, მიხეილ ხაჩიძე, გიორგი დიდებულიძე და ლევან პეტრიაშვილი დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობაში მხილებულ 40 წლის მამაკაცს, მას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

მეზობლებს შორის კონფლიქტი, რომელიც განგსტერული გარჩევით გაგრძელდა და სისხლისღვრით დამთავრდა
"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?