"ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ თა­მუ­ნა და თე­მუ­რი ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ" - ვინ არის საქმის ახალი ფიგურანტი თემურ ჭანუყვაძე? - კვირის პალიტრა

"ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, რომ თა­მუ­ნა და თე­მუ­რი ერ­თად ყო­ფი­ლიყ­ვნენ" - ვინ არის საქმის ახალი ფიგურანტი თემურ ჭანუყვაძე?

"მთავარი არხი" თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით გამოძიებამ უკვე გამოკითხა.

მათი თქმით, საუბარია თემურ ჭანუყვაძეზე, რომელიც 23 წლის პროგრამისტის შეყვარებული იყო.

აღნიშნულ ფაქტს "მთავარ არხთან" საუბრისას ადასტურებს თამარ ბაჩალიაშვილის დედაც. თეონა თამაზაშვილის თქმით, არსებობს ფოტოალბომი, სადაც თემურის და თამარის ერთობლივი ფოტოებია შენახული.

როგორც პროგრამისტის დედა აღნიშნავს, აღნიშნული ფოტოალბომი პროკურატურას აქვს ამოღებული.

"თემური ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში. უაღრესად კარგი პიროვნებაა, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ თამუნამ აირჩია კარიერა. არსებობს ერთი ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებია.

ეს ალბომი პროკურატურაშია. მე წავიკითხე თემურის ჩვენება, ის ღირსეული ადამიანია და ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას ჩვენებებში" - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ამ ქალბატონს მოუწევს ყველა იმ პირის დასახელება, ვის დავალებასაც მე ვასრულებ" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას