"როგორც ჩემი შვილისთვის, ისე ვიბრძოლებ, რომ თამუნას მკვლელები დაისაჯონ"
"როგორც ჩემი შვილისთვის, ისე ვიბრძოლებ, რომ თამუნას მკვლელები დაისაჯონ"
"ბორკილი რომ დამადონ, ციხიდან გავხსნი ამ საქმეს და სამართალს ვიპოვი"

"როგორც ჩემი შვილისთვის, ისე ვიბრძოლებ, რომ თამუნას მკვლელები დაისაჯონ", - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

- არ არის დადგენილი უცხო ადამიანის დნმ-ი, საიდან და რატომ არის ავტომანქანაში სისხლის წვეთები, როდის დადგა გარდაცვალება... ამბობენ, ბოთლის წყალშიც იყო გარეული ის მედიკამენტები, რომლებიც თამუნას სხეულში აღმოჩნდაო. ამდენი მედიკამენტი ისე დალია, თან წყალი მიაყოლა და გული არ აერია? ავტომობილში 40 გრადუს სიცხეში
იჯდა, ოთხივე მინა ამოწეული ჰქონდა,­ ­დაუმატეთ ამას ამდენი წამლის დალევა და რ­ეაქცია არ ექნებოდა?

- პროკურატურა თვლის, რომ მისი მტკი­ცებულებები მყარია საიმისოდ, რომ ეს შემთხვევა თვითმკვლელობად ჩაითვალოს, თქვენი არგუმენტები კი სუსტია.
- აბებისა და გასახდომი ჩაის ყიდვა? არც "თაიმლაინის" მარშრუტია სწორი, ისიც გაყალბებულია.

- რის მიხედვით
დაასკვენით ეს?
- მოწმეები დაჰკითხეს. როდესაც თამუნა გოლთეთში შედის, სწორ გზაზე კი არ გადის, მარჯვნივ უხვევს, მერე უკან გამოდის და დაბლა ჩადის, სკოლასთან წრეს ურტყამს და უკან ბრუნდება. სადაც ექიმი ცხოვრობს, იქ უხვევს და იმ გზაზე ჩადის, რომლითაც"ვილა "ალგეთში" გადადიხარ. მოსახლეობა ამბობს, გოგონა რომ გამოვიდა, აღარ დაგვინახავს, სად წავიდაო. ისინი ამბობენ, გამობრუნდა და ქვემოთ ჩავიდაო.

მოსახლეობა გვეუბნებოდა, ყოველდღე მოდიან და გვაფრთხილებენ, ხმა არ ამოიღოთო. მალულად მოგვყვებოდნენ უკან და გვეუბნებოდნენ, სწორ გზაზე მიდიხართო. გამომძიებლების თანდასწრებით კი უარო­ბდნენ, ეს გზა დიდი ხანია გაუქმებულია, წლებია, იქ არავინ ასულა ავტომობილითო. თამარის მანქანა უსათუოდ ევაკუატორით მიიტანეს იმ ადგილამდე.

- ტრასოლოგიური ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ორი პარალელური კვალი "ჰიუნდაის"­ ეკუთვნის და არა ევაკუატორს...
- ჩვენ როცა შემთხვევის ადგილას მივედით, ყველა კვალი წაშლილი იყო. 21-22-ში ელექტროენერგია ტყუილად კი არ გაითიშა. ან ექსპერიმენტისთვის ევაკუატორის მოყვანას ამდენი ხანი სჭირდება?

- საგამოძიებო სტრუქტურა რატომ არ დაინტერესდა თქვენი ვერსიით?
- როგორ უნდა დაინტერესდეს, როცა ჯერ არანაირი ექსპერტიზის პასუხი არ არის, პროკურორი კი ამბობს, დავათვალიერეთ, ნიმუშები ავიღეთ, მაგრამ"ვილა "ალგეთს" საქმესთან კავშირი არა აქვსო.

- თქვენი სქემა წარმოგვიდგინეთ...
- გოგონას რაღაც გადარიცხვები შეასრულებინეს, იყო კომპრომატები,­ ინფორმაცია, რაშიც შინაურის ხელი ურევია, რაღაც საქმე გააკეთებინეს­ და მოიშორეს. თორემ ტყე არც მის უბანს, ფონიჭალას აკლია, 60 კილომეტრის გავლა თავის მოსაკლავი ადგილის მოსანახავად რაში სჭირდებოდა? მაწევნის მოსახლეობას ჩვენებები შეაცვლევინეს. საკალმახე "ადმირალის" ვიდეოკამერები კი, რომლებიც ჩემი მისვლის დროს მუშაობდა, ახლა ყველა გაფუჭებულია.

- პროკურატურა ვიდეოჩანაწერებიდან მყარ არგუმენტად ერთ-ერთს იყენებს - თამუნა­ ამბობს, ტყეში მოვიკლავდი თავს, დედ-მამა და ძმა რომ არ მეცოდებოდესო...
- ეს ფსიქოლოგიური დღიურია და თებერვლის ჩანაწერი. ფსიქოლოგიური მეთოდია: როცა ცუდ განწყობაზე ხარ, გულიდან ყველაფრის ამოხეთქას, ემოციისგან დაცლას ცდილობ. არის ვიდეოებიც, სადაც თამუნა ამბობს, ყველაფერი კარგად იქნება, ბევრს მივაღწევო. დიახ, დადიოდა ფსიქოლოგთან, მაგრამ რაიმე საშიშროება რომ ყოფილიყო, ის ფსიქიატრთან გაუშვებდა. გარდა ამისა, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე სივები გადაგზავნა ახალი სამსახურის მოსაძებნად. თავის მომკვლელი გოგონა იმ დღეს არც ბებიასთან გაივლიდა და არც შხაპს მიიღებდა, პირდაპირ გარდაბანში წავიდოდა.

- დავით ფურცხვანიძემ რა მიზნით შემოგაჩეჩათ სატელიტის ფალსიფიცირებული ფოტომასალა?
- კაცი ამბობდა, 100%-იან გარანტიას გაძლევ, ნაღდიაო და, აგოს ახლა პასუხი.
თქვენ იცით, მანქანა რა დღეშია? სულ ძაღლის ფეხების ნაკაწრია ზედ. მანქანა 4 დღეს რომ იქ ყოფილიყო, დაკაწრული კი არა, სულ გადაგლეჯილი ექნებოდათ ცხოველებს, გარდა ამისა, მანქანა ევაკუატორით რომ არის მიტანილი, იმითაც ჩანს, ხეებისგანაც დაკაწრულია.

- დარწმუნებული ხართ, რომ საკალმახე მკვლელობის ადგილია?
- როცა ამბობ, 4 წელია ამ ოთახში არავინ შესულაო, მაგრამ კაი გაწიკწიკებულია ლოგინი, შეშა ყრია და ახალი დამწვარია ბუხარში თუ ღუმელში, ტუმბის ქვეშ წნევის წამლის ანოტაციაა, ოთახში მტვრის ნასახი არ არის, ეჭვი არ გაგიჩნდება?

- ისეთი პირი უჩანს, საქმეს დახურავენ...
- დახურავენ და დაეხურებათ ყველაფერი თავზე.

- გამორიცხავთ, რომ ფურცხვანიძესთან ერთად თქვენი პასუხისმგებლობის საკითხიც­ დადგეს?
- თავიდანვე უნდოდათ, საზოგადო­ებისთვის მიეწოდებინათ ვერსია, რომ გოგონამ თავი მოიკლა. მე კი ამაში ხელი შევუშალე, რის შემდეგაც დევნაც დამიწყეს, თვალთვალიც და გინებაც... ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ საქმეს ჩამომაშორონ. ახლა ცდილობენ ვინმეს ათქმევინონ, თითქოს მე გავაყალბე ფოტომასალა ან სხვას გავაყალბებინე. სულაც ბორკილი რომ დამადონ, ციხიდან გავხსნი ამ საქმეს და სამართალს ვიპოვი.


ნინო
21 სექტემბერი 2020 22:29
მიშა მაგარი ხარ.მიაწექი საქმეს რაც შეგიძლია.მთავარია ენერგია გქონდეს.
NN
21 სექტემბერი 2020 12:42
ეს კაცი რამიშვილი აშკარად ვერ არის ჯანსაღად
კარენა
21 სექტემბერი 2020 12:21
შენ იურისტი არა ხარ.შენ ხარ ფულზე გაყიდული პროვოკატორი.დარწმუნებული ვარ,არჩევნების შემდეგ ხელებს დაიბან მაგ საქმეზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები