ქეთა თოფურია და გრეგორი ლეპსი პუტინის მხარდამჭერ კლიპში გამოჩნდნენ
07-03-2018
ქეთა თოფურია და გრეგორი ლეპსი პუტინის მხარდამჭერ კლიპში გამოჩნდნენ

ქეთა თოფურიას გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა თაყვანისმცემლებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რამაც ქართული საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა - მომღერალი ინსტაგრამზე მკაცრად გააკრიტიკეს. ქეთამ თაყვანისმცემლები უპასუხოდ არ დატოვა და პოლიტიკური კომენტარები დაწერა:

"სულ ვცდილობ ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძაან გავბრაზდი რო ესეთი რეაქცია მოყვა წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით, რო თუ არ წავლენ უფრო გაუადვილდებათ
გაყალბება. არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ჩემი აზრით დღეს რო აირჩიონ სხვა, რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება თქვენ რო არ დაგესიზმრებათ, 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც ბლიად" - დაწერა თოფურიამ. ამან კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში.
კომენტარებში მას "მოღალატე" უწოდეს.

ცოტა ხნის წინ კი მოძრაობა "პუტინის გუნდმა" (Putin Team) გაავრცელა ვიდეო და ჰიმნი რუსული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელშიც მომღერლები პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას. მათ შორისაა ქეთა თოფურია, გრეგორი ლეპსი, დიმა ბილანი, პოლინა გაგარინა, რეპერი ტიმათი და სხვები.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსულ სოციალურ ქსელებში, მათ შორის უარყოფითი კომენტარები რუსი მოსახლეობის მხრიდან: გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ქვეყნის 25% წაგვართვეს, ოთხოზორია თვალწინ მოგვიკლეს, ტატუნაშვილს რა უქნეს... და პუტინს თურმე არაფერი წაურთმევია..."
გია
23 მარტი 2018 14:55
ძალიანაც კარგია თუ გამოჩნდნენ!

რაც უფრო მეტი ქართველი იქნება სუპერ-წარმატებული რუსეთში,მით უკეთესი!
მახო
12 მარტი 2018 18:23
რუსეთ საქართველოს დაპირისპირების მიზეზი ამერიკის კოლონიზატორული პოლიტიკის შედეგია..ყველაზე საშიში და დიდი საფრთხე დღეს ამერიკა არის!..
daviti
12 მარტი 2018 13:30
ლეფსი არის მაფიოზა, მაგას ამერიკაში არ უშვებენ, თოფურია კიდე შეუძვრა რუსეთის რეჟიმს ბოლომდე. თუნდაც რუსი რომ იყო და პუტინიც ძალიან მოგწონდეს, დაბერდა ეს კაცი, და ხომ მოკვდება როდესმე, მერე რას აპირებენ?

რედაქტორის რჩევით