"ჩემს ქმარს სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა ჰქონდა" - ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი და რა გახდა მათი დაშორების მიზეზი
"ჩემს ქმარს სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა ჰქონდა" - ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი და რა გახდა მათი დაშორების მიზეზი
პრეზიდენტობის კანდიდატების სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის მიმართ საზოგადოების ყურადღება ამ დღეებში განსაკუთრებით დიდია. რომელი გახდება ქვეყნის პრეზიდენტი ეს ზეგ გახდება ცნობილი.

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს პირველი ოჯახი დანგრეული აქვთ. გრიგოლ ვაშაძის პირველი მეუღლე საბჭოთა მაღალჩინოსნის ქალიშვილი ნატალია ალხიმოვა იყო. მათ გაუჩნდათ ვაჟი ნოდარი, რომელიც 5 წლის იყო , როცა ნატალიას სსრკ-ში ცნობილი, წარმოშობით გუდაუთელი პიანისტი ანდრეი გავრილოვი შეუყვარდა და მასთან ერთად ინგლისში გაიპარა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი პირველი ქმარი
ნიკოლოზ კოკი გურჯესტანი იყო. ის აქამდე არსად გამოჩენილა, 25 ნოემბერს მისი სახელით წერილი გავცრელდა, რომელშიც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებს.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ზურაბიშვილი იხსენებს, ქმართან დაშორების გადაწყვეტილება სხვადასხვა ინტერესების გამო მიიღო.

"ჩემს ქმარს სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა ჰქონდა, განსხვავებული მეგობრები გვყავდა. ის, რამაც
ერთ დროს დაგვაახლოვა, ვხედავდი, რომ აღარ გვაერთიანებდა. ბავშვებიც ვერ შველოდნენ ჩვენს კავშირს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორი პატარა ბავშვით ხელში, ვენაში ჩავედი. ამ დროს ქმართან თითქმის გაყრილი ვიყავი.
სალომე ზურაბიშვილი ყოფილ მეუღლესა და შვილებთან ერთადაქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი, მაგრამ რთული ეტაპი. რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, რომ ჩემი მარტოობა არ ჰგავდა რომში გატარებული უდარდელი ახალგაზრდობის წლებს. ეს არჩევანი თვითონ გავაკეთე, და სულ ვფიქრობდი, სწორად მოვიქეცი თუ არა. თითქოს ბანალური ისტორიაა, მაგრამ ტრადიციებისადმი ჩემი ერთგულების გამო, შევეცადე, მებრძოლა და გადამერჩინა ის, რაც ყოველთვის მთავარ მოვალეობად მიმაჩნია. ვგრძნობდი, რომ ყოველდღიური ყოფა თავისი ჭირითა და ლხინით, გართობით, მოგზაურობით აღარ მყოფნიდა. მინდოდა, რაღაც განსხვავებული, რაც წინ წამწევდა და რაც მას, ალბათ, არ ესმოდა. საჭირო გახდა, შესაფერისი ფორმა მომეძებნა ბავშვებისთვის რომ, რაც შეიძლება, ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო. არ ვიცოდი, რა მეთქვა მათთვის, რომლებსაც ეგონათ, რომ მათი მშობლების დაშორების მიზეზი ჩემი ახალ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა იყო. განუწყვეტლივ იმაზე ვფიქრობდი, როგორ წარმემართა ჩემი ცხოვრება, რომ ზედაპირული არ გამხდარიყო", -  იხსენებს სალომე ზურაბიშვილი. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები