"თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავდა და ამიტომ არ უღებდა კარს ქმარს, რომელმაც მაშველები გამოიძახა" - მაშველის კურიოზები
"თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავდა და ამიტომ არ უღებდა კარს ქმარს, რომელმაც მაშველები გამოიძახა" - მაშველის კურიოზები
ფოტო:პაატა ჩხიტუნიძე
"ჩვენი გმირი", - ამ სიტყვებით ხშირად მიმართავენ 30 წლის მაშველს, პაატა ჩხიტუნიძეს. იგი 12 წელზე მეტია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობს და პროფესიონალიზმით, თავდადებითა და საქმისადმი ერთგულებით, ბევრჯერ დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. 18 წლის იყო, ამ სისტემაში მუშაობა რომ დაიწყო, მას მერე ბევრჯერ ურთულეს სიტუაციაში აღმოჩენილა, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ბევრჯერ რისკზეც წასულა. ის ჟურნალ “გზასთან“ სახიფათო ამბებთან ერთად, სახალისო ისტორიასაც იხსენებს:

- სამორიგეოში შემოვი
და შეტყობინება, რომ ბინაში ახალგაზრდა ქალი იყო ჩაკეტილი და დახმარებას ითხოვდნენ. მივედით შემთხვევის ადგილზე, კართან დგას ამ ქალის მეუღლე და შველას ითხოვს. მამაკაცი ძალიან ღელავდა, თურმე მან დარეკა 112-ში. დაიწყო სამაშველო ოპერაცია, მაშველმა ზედა სართულიდან შეაღწია ბინაში და ვხედავ, კარს არ აღებს. ვურეკავ და გაკვირვებული ვეკითხები, რა ხდება? რატომ არ აღებ კარს? კართან
ვდგავართ მე და მისი მეუღლე. ჩემი კოლეგა მეუბნება, მიდი, ცოტა გვერდზე გაიწიე, შენთან რაღაც სალაპარაკო მაქვსო. - რა ხდება? ისევ ვეკითხები. აქ, ამ გოგოსთან ერთად ბინაში კაციაო. თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავს მოყვანილი და ამიტომ არ უღებდა კარს და ვერც მაშველი აღებდა ამის გამო კარს.

- მაშველის ფორმა ხომ არ ჩააცვით ქალის საყვარელს?
- დიახ, ნამდვილად ჩავაცვით ჩვენი ფორმა და გადავუშვით თოკით აივნიდან და იქიდან გადავაპარეთ. მიწაზე როგორც კი დადგა ფეხი კაცმა, იქიდან ელვის სისწრაფით გაქრა. იქ აღარ გამოჩენილა. ამის მერე მაშველმა გააღო კარი და დასრულდა ოპერაცია. ბოლოს ემოციური შეხვედრაც ვნახეთ, ქმარი ჩაეხუტა თავის ცოლს და უთხრა, - ვაიმე, როგორ ვინერვიულეო. ერთად დავტოვეთ ისინი და წამოვედით ისე, რომ ქმარს არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგია. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, ქალმა დარეკა 112-ში. შეშფოთებული იძახდა, რომ თითზე ბეჭედი გაეჭედა და ვერ იხსნიდა. გავედით და ვუშველეთ, მოვაძვრეთ საყვარელი ბეჭედი და გახარებული დავტოვეთ სახლში. იხილეთ სრულად


თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (8)
nikolozi
26 იანვარი 2019 14:02
ჯიმი-ჯიმის, ჩექმები რომ მიეცა მარტო და ქუდი მიხვდებოდა ქმარი?
გულნაზი
15 იანვარი 2019 13:10
ადამიანი საქართველოში ძალიან საცოდავი და დაუცველია. მეტი გული და სულია საჭირო იმისთვის, რომ

შენ ქვეყანაზე და ხალხზე იზრუნო. ან დიდი შეიცოდეთ, ან პატარა. გადადეთ სწავლა ინფექციის გამო და ეს დრო ბავშვებს

ზაფხულში დაუმატეთ. ქვეყანა დაიქცევა? თუ დაიქცევა და ამაზე მეტად?
ჯიმი-ჯიმი
15 იანვარი 2019 12:58
კი მაგრამ მაშველებს ზედმეტი ტანსაცმელი თან დააქვთ? თუ თვითონ გაიხადა და იმას ჩააცვა? ვერ გავიგე რას ბაზრობს ეს ტიპი.
YXTR
14 იანვარი 2019 20:19
ზოგიერთ კომენტარტს რო წაიკითხავ, მიხვდება ადამიანი რო ჯერ ისევ ბნელა, ძალიან ბნელა :D
არა, კი არ უნდა გაეპარებინათ თურმე, "რუპორით" უნდა გამოეცხადებოინა მაშველს!!!
- ეჰეჰეე! ხალხო მოქუჩდით, ამ ქალს სახლში საყვარელი ყავს და ქმარს რქებს ადგავს!
ქარიმანი
14 იანვარი 2019 12:49
აუუუ! ამან უკვე ყველას დაუნგრია ოჯახები, ვისთვისაც კარები გაუღია და ვისი ცოლი შინ ჩაკეტილა შემთხვევით
hm
14 იანვარი 2019 08:30
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
გიორგი
14 იანვარი 2019 01:02
რას ერჩოდით იმ კაცს რქები რომ დაადგით?
ნოა
13 იანვარი 2019 21:38
თავის სახლში სადაც ქმართან ერთად ცხოვრობს იმ სახლში ჩადის ასეთ უმსგავსობას, არაფერს ვამბობ გაყრაზე, ღმერთო სადამდე დაეცალი ქალის უნამუსობა, არ უტყდება ასეთი რქებიან ქმართან ერთად ცხოვრება, ფუჰ კაცი კი არა ჩვარია, ქმარიც და საყვარელიც..

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა