როგორი შეიძლება ყოფილიყო "ქეთო და კოტე" ფერად კინოფირზე რომ გადაეღოთ - ნახეთ ალგორითმით აღდგენილი ფერები - კვირის პალიტრა

როგორი შეიძლება ყოფილიყო "ქეთო და კოტე" ფერად კინოფირზე რომ გადაეღოთ - ნახეთ ალგორითმით აღდგენილი ფერები

ყველასათვის საყვარელი ქართული ფილმი "ქეთო და კოტე" 1948 წელს, ავქსენტი ცაგარელის კომედია "ხანუმას" და ვიქტორ დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტეს" მიხედვით გადაიღეს. მისი პირველი ჩვენება 1953 წლის 8 ივნისს შედგა. ფილმში მონაწილეობენ ლეგენდარული ქართველი მსახიობები: მედეა ჯაფარიძე, ბათუ კრავეიშვილი, ვასო გოძიაშვილი და სხვანი.

ვახტანგ ტაბლიაშილმა თურმე, მოჰკრა თუ არა მედეა ჯაფარიძეს თვალი, მაშინვე თქვა, - ეს იქნება ქეთოო!

შეუდარებელი ქართული ფილმი შავ-თეთრ ფირზე გადაიღეს. მოგეხსენებათ, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა შავ-თეთრი ფილმების გაფერადების საშუალებას. ამის პირველი ქართული მაგალითი "ჯარისკაცის მამაა".  ვიდრე "ქეთო და კოტეც" გაუფერადებიათ, მანამდე გადავწყვიტეთ ფილმის გადასაღები მოედანზე გადაღებული ფოტოები თუ უშუალოდ კინოსურათის რამდენიმე კადრი, ჩვენ გაგვეფერადებინა იმ ალგორითმით, რომელიც ახლახან შემუშავდა. ის ფოტოზე ფერებს რეალურთან მიახლოებით აღადგენს. ეს არ არის ზუსტი ასლი. სავარაუდოდ, ალგორითმის განვითარების შედეგად, ფერები კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება რეალურს.

"ქეთო და კოტეს" გადასაღებ მოედანზე

კადრი ფილმიდან "ქეთო და კოტე"

ქეთო - მედეა ჯაფარიძე

კადრი ფილმიდან "ქეთო და კოტე"

კოტე - ბათუ კრავეიშვილი

"ქეთო და კოტე"

ქეთო - შეუდარებელი მედეა ჯაფარიძე

კადრში ჩანს ლეგენდარული ნატო ვაჩნაძე

სიკო და ნიკო - ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე

კადრი ფილმიდან "ქეთო და კოტე"

იხილეთ ასევე: ცნობილი შავ-თეთრი ფოტოები აღდგენილი ელფერით