მეგობრებმა მას შემდეგ შეწყვიტეს ურთიერთობა, რაც როზას კლარას ვაჟი შეუყვარდა - ვინ იყვნენ 8 მარტის დამაარსებელი ქალები
08-03-2019
მეგობრებმა მას შემდეგ შეწყვიტეს ურთიერთობა, რაც როზას კლარას ვაჟი შეუყვარდა - ვინ იყვნენ 8 მარტის დამაარსებელი ქალები
ფოტო:კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი
დღესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქალებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა უწევთ, ისინი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობენ მომავალ თაობებს გაუკვალონ გზა ამ ბრძოლისა და შთამომავლობას გაცილებით უკეთესი გარემო დაუტოვონ. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ეს ბრძოლა საუკუნის და მეტი ხნის წინ...

გადავწყვიტეთ მოგიყვეთ იმ ორ ქალბატონზე, რომლებიც ამ ბრძოლის სათავეებთან იდგნენ. როგორც ირკვევა კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი კარგი მეგობრები იყვნენ, თუმცა, მოდით, გავიხსენოთ ყველაფერი როგორ დაიწყო...

ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის
აღნიშვნის იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა - სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო მასობრივი პროტესტები გამოიწვია. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო 1857 წლის 8 მარტს, ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და
გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ, იმავე თვეს, სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

მომდევნო წლებში, 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 1908 წელს, ნიუ-იორკის ქუჩებში 15 000 ქალბატონი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე, გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე.
შემდეგი წლის ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1913 წლის 8 მარტს ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობა მოაწყვეს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ ქალები წინ უფლებების მოპოვების გზაზე... გაგრძელება


valderrama
11 მარტი 2019 15:14
რა მაგრად გავს შალვა ნათელშვილს:)
ტატოო
10 მარტი 2019 12:45
მოკლედ ეს ქალები რამდენადც ვიცი თავისუფალი ურთიერთობების მქადაგებლები იყვნენნნ

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?