როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ
16-04-2019
როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ

საფრანგეთში, ალში გახვეულმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა. ისტორიული ძეგლი, რომელიც უნიკალურ კულტურულ არქიტექტურ ნამუშევრად ითვლებოდა, რამდენიმე საათის განმავლობაში იწვოდა. მის გადასარჩენად 400-ზე მეტი მეხანძრე იბრძოდა.

ხანძრის გამო ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.


ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.
პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

პარიზის პროკურატურის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი წინასწარ განზრახული არ იყო.

გთავაზობთ, ფოტოგალერეას. როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?