ულამაზესი მშობლები, მეუღლე და შვილები - პარლამენტის თავმჯდომარის ნაკლებად ცნობილი ოჯახური ფოტოები
10-05-2019
ულამაზესი მშობლები, მეუღლე და შვილები - პარლამენტის თავმჯდომარის ნაკლებად ცნობილი ოჯახური ფოტოები

ამ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ოჯახი კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მას მერე, რაც ცნობილი გახდა ირაკლი კობახიძის დის - ქეთევან კობახიძისა და პოლიტიკურ წრეებში კარგად ცნობილი, დავით ფაცაციას სიყვარულის ამბავი. როგორც ამბობენ, წყვილი დაქორწინებასაც გეგმავს.

ირაკლი კობახიძის მამა გიორგი კობახიძე საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. 1990-1992 წლებში იგი იყო ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი და აღმასრულებელი მდივანი. 1992-1999 წლებში იყო საქართველოს მე-3 და მე-4
მოწვევის პარლამენტის წევრი. ბოლო პერიოდში იყო "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი. 2015 წლის იანვარში გიორგი კობახიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც შვილის - ირაკლი კობახიძის "ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დანიშვნა და, ამის გამო, შესაძლო პოლიტიკური უხერხულობების თავიდან აცილება დაასახელა.

პარლამენტის თავმჯდომარის
დედა - თამარ ზაალიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს წევრია. პარალელურად, იგი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა - არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ირაკლი კობახიძის და ქეთევანი 34 წლისაა და პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამავე დროს ხატავს კიდეც.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მისი მეუღლე გახლავთ ნატალია მოწონელიძე. ის თსუ-ს ასისტენტ - პროფესორია და დეკლარაციის შევსების მომენტში იკავებდა შსს-ს აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობას. წყვილს ორი ვაჟი - გიორგი და ნიკო ჰყავს.

olegi
18 მაისი 2019 22:00
ირაკლის ურჯევნია ტუ უნდა ხალხმა დააფასოს ემსახუროს ხალხს და არა პიროვნებებს სხვასაც ურზიოს ტორემ ლამაზი კველაფერია
არაგველი
17 მაისი 2019 23:58
საქმე სილამაზის ნაცვლად!
ნუნუ
16 მაისი 2019 17:38
უი, გიას შვილია?! კი არ ვიცოდი. გაიხარეთ!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები