"ჩემი შეყვარებულის ოჯახმა ერთხელ მითხრა, ჩვენ არ გვინდა ასეთი მამის შვილიო" - კვირის პალიტრა

"ჩემი შეყვარებულის ოჯახმა ერთხელ მითხრა, ჩვენ არ გვინდა ასეთი მამის შვილიო"

ყველას ახსოვს პატარა გოგონა, ნინი ქარსელაძე, რომელიც "ქუჩის ბიჭებთან" ერთად ტკბილ ფიქრებზე მღეროდა, გავიდა დრო და გოგონა პოლიტიკოსების გარემოცვაში აღმ¬ოჩნდა, მაგრამ სამღერად კი არა, თავისი შეხედულებების თამა¬მად გამოსათქმელად. ნინი ქარსელაძე გლახდილი რესპონდენტი აღოჩნდა. გთავაზობთ ამონარიდს "კვირის პალიტრის" მომზადებული ინტერვიუდან:

- მახსოვს თქვენი გულის ამაჩუყებელი საუბარი ნარკომანიის თემაზე. როგორც ცნობილია, ეს პრობლემა თქვენს ოჯახსაც შეეხო...

- ეს ძალიან მძიმე თემაა. მამა ნარკოდამოკიდებულია. მწარედ მახსოვს, როცა დაიჭირეს. მაშინ გარდატეხის ასაკში ვიყავი. ერთი არხი ყველა საინფორმაციო გამოშვებას იწყებდა იმით, რომ ეს გახლდათ ნინი ქარსელაძის მამა. მერე დედამ დამსვა, ამიხსნა ყველაფერი და მომეხმარა ამ ტკივილის გადატანაში.

- გავრცელებული ამბავი, თითქოს შეყვარებულის ოჯახმა თქვენს რძლად მიღებაზე მხოლ¬ოდ იმიტომ შეიკავა თავი, რომ ნარკოდამოკიდებულის შვილი იყავით, სიმართლეა?

- ამაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ერთს დავაზუსტებ - მაშინ 15 წლის ვიყავი და გათხოვებას არ ვაპირ¬ებდი, შესაბამისად, ჩემს რძლობაზე უარს ვერ იტყოდნენ. უბრალოდ, მათგან აგრესია წამოვიდა და ერთხელ მითხრეს, ჩვენ არ გვინდა ასეთი მამის შვილიო... ნინი მამასთან ერთად მამა პროგრამაშია და მკურნალობს, მინდა თუ არა, ეს რეალობაა და მე ვერ შევცვლი. ქვეყანაში ასეთი უამრავია, ჩემს თაობაშიც ბევრია.

- მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე რას იტყვით?

- მივესალმები. მამას 22 წელი მიუსაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ მომხმარებელი იყო და აღმოაჩნდა იმაზე მეტი დოზა, ვიდრე კანონით იყო დაშვებული. ნარკოდამოკიდებულებს ციხეში არ უნდა უშვებდნენ, მათ ციხე ვერ გამოასწორებს. მამაჩემი ცხრა წელი იჯდა, გამოვიდა და ისევ ისეა... სხვა მექანიზმი უნდა შემუშავდეს მათ გადასარჩენად. რეაბილიტაციას უნდა გადიოდნენ¬ სპეციალურ კლინიკაში. უცხოეთში მათ მკურნალობას აიძულებენ. ნებით იქ არავინ არის წამსვლელი. იხილეთ სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა