"არც კი მჯეროდა, რომ ლიკა ჩემი ცოლი გახდებოდა" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი?
"არც კი მჯეროდა, რომ ლიკა ჩემი ცოლი გახდებოდა" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი?
ფოტო:ლიკა ქავჟარაძე, მისი ყოფილი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი და შვილიშვილი
"ლიკა პირველად ბათუმში დავინახე ახლოდან და მაშინვე შემიყვარდა… მერე ერთმანეთი ჩემს ამხანაგთან და ლიკას ნათესავ დევი ხეჩინაშვილთან გავიცანით... შეყვარებულებს ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ისეთივე, როგორიც სხვა ყველა შეყვარებულ წყვილს აქვს ხოლმე.

ჩვენი ეს ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა, მერე კი დავქორწინდით... ლიკა საკმაოდ მშვიდი გოგონა იყო. შეყვარებულობის პერიოდში, როგორც სხვებს სჩვევიათ ხოლმე, ლიკა მათგან განსხვავებით, სულაც არ მაწვალებდა, თუმცა ბევრს ვჩხუბობდით კიდეც. ესეც ალბათ, ძალიან რომ გვიყვარდა ერთმანეთი, იმის გამო ხდებოდა..." -
ასე იხსენებდა წლების წინ ინტერვიუში ლიკას გაცნობას, ლეგენდარული მსახიობის ქმარი, სანდრო თაქთაქიშვილი.

ამონარიდი ინტერვიუდან:
"დედამისი ლიკას სულ თან დაჰყვებოდა. შესაბამისად, მკაცრიც იყო. თუმცა ლიკა მაშინ პატარა იყო და ეს სიმკაცრეც ალბათ საჭირო იყო. მერე, როცა გაიზარდა, გამოვიდა დედის კალთიდან და რაღაცნაირად ვახერხებდით შეხვედრას, თუმცა არც
არავინ გვიშლიდა...

"ნატვრის ხის" შემდეგ მარიტა ბევრს უყვარდა. მარიტა მეც ძალიან მიყვარდა. რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობდი, როცა ვუყურებდი.

საერთოდ, შინაგანად უკომპლექსო პიროვნება ვარ, მაგრამ რაღაც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ, აი, ასეთი ლამაზი და პოპულარული გოგო მიყვარდა. იმედიც არ მქონია მაინცდამაინც და არც კი მჯეროდა, რომ ლიკა ჩემი ცოლი გახდებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მასაც გაუჩნდა მერე გარკვეული გრძნობა ჩემ მიმართ...

ვერ გეტყვით, ლიკა რითი მოვხიბლე, თანაც, საკუთარ თავზე ხომ არ ვიტყვი საქებარ სიტყვებს და ტრაბახს ხომ არ დავიწყებ, ასეთი მაგარი ბიჭი ვარ-მეთქი?!

ვიტყოდი, რომ ლიკა კი არ განსხვავდება მარიტასგან, რაღაცით ჰგვანან კიდეც ერთმანთს. რაღაც საერთოა მათ ხასიათში. ურთიერთობებში ლიკაც ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც მარიტა, ისეთივე თბილი და სათუთი".(იხილეთ სრულად)
ლიკა პატარა შვილიშვილთან ერთად
წყვილის ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მათ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მოგვიანებით ლიკა იხსენებდა, რომ დედამთილ-მამამთილთან და ქმრის ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც კი მსახიობი ორსულად დარჩა, მისი მეუღლე მოსკოვში წავიდა, სადაც სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა და ეს წადი-მოდის პერიოდი 20 წელს გაგრძელდა. მსახიობს მიაჩნდა, რომ შორ მანძილზე ურთიერთობა არ არსებობდა და რეალურად ნამდვილი სიყვარული, მეორედ გათხოვებისას, ლევან შანიძესთან განიცადა.

მსახიობის პირველი მეუღლე, საბოლოოდ, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ქართველი მეცნიერი სანდრო თაქთაქიშვილი, ვაშინგტონში, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის სააგენტოში (ნასა) მოღვაწეობს.

ბაბუა და შვილიშვილი თაქთაქიშვილები
მოგვიანებით, მამამ თავისთან წაიყვანა საცხოვრებლად მათი საერთო შვილი ლევან თაქთაქიშვილი. ლევანი, მეუღლესთან - თამუნა ლოლუასთან და შვილთან ერთად, წლებია, ამერიკაში ცხოვრობს.

ლევან თაქთაქიშვილი ოჯახთან ერთად
მსახიობის ერთადერთი შვილიშვილი, სანდრო (საშკა) თაქთაქიშვილი ბაბუის სახელს ატარებს და ძალიან ჰგავს ბებიას. წლების წინ, ბავშვის ფოტოების სოციალურ ქსელში გამოჩენას საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. სანდრო ახლახან 12 წლის გახდა, სკოლის მოსწავლეა და მშობლებთან ერთად შტატებში ცხოვრობს.

ამ რამდენიმე დღის წინ უფროსმა სანდრო თაქთაქიშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა:

"მინდა, რომ ეს დღე მახოსვდეს კარგად, რადგან ეს იყო ის დღე, როდესაც მე და საშკამ 40 წუთის განმავლობაში ვისაუბრეთ როგორც თანატოლებმა. ვისაუბრეთ კრონავირუსის შესახებ (მან ჩემზე მეტი იცის), პოლიტიკაზე, სკოლაზე, საქართველოზე, ამერიკაზე, მეცნიერებაზე. თითქმის ყველა საკითხს შევეხეთ. ჩემი შვილიშვილით ძალიან ვამაყობ".


ზურა
08 ივნისი 2020 15:43
კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ბუნებრივი საოცარი მონაცემების მიუხედავად , ადამიანის ბედნიერების ერთ ერთი მთავარი ფაქტორი მაინც იღბალია, ლიკა მშობლებს ერთად რომ გაეზარდათ, ან დედას რომ სხვანაერად გაეზარდა, ან მეუღლე რომ შეხვედროდა ლიკას ბუნებიდან გამომდინარე შესაბამისი გაგებისა , ან შემდეგ მაინც....ლიკას ცხოვრებაც გაგრძელდებოდა ბედნიერად. მაგრამ ასეთია საწუხაროდ ფაქტი და შედეგი/ თუ აღნიშნულ შემთხვევას ჩვენც და მათ შორის ახალგაზრდებიც გაითვალისწინებენ......ეს საოცრება ადამიანი მთელი ქვეყნის საერთო დანაკარგია.
,,,,,
08 ივნისი 2020 07:03
უბედურება ლამაზი ქალების ხვედრია.
lali
18 მაისი 2020 09:37
რატომ დატოვეთ ლიკა მარტოდმარტო,ის ხომ უბედური იყო,რატომ არ მოუარეთ,რატომ.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?