"გმირი ექიმების ამ დიდებული, ძველი სიმღერით გავიხაროთ!"- ენძელა მაჭავარიანი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ამირან გამყრელიძე სხვა ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად მღერის
პარლამენტის ყოფილი წევრი ენძელა მაჭავარიანი ავრცელებს ვიდეოს, სადავ ამირან გამყრელიძე სხვა ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად მღერის.

"მჯერა, მალე დავამარცხებთ კორონას და ერთად შეკრების და ერთად სიმღერის დროც დადგება!
მანამდე, ბატონი ამირან გამყრელიძის და ჩვენი გმირი ექიმების ამ დიდებული, ძველი სიმღერით გავიხაროთ!

როგორ მინდა, უნიღბო ცხოვრებას დაუბრუნდეს მსოფლიო... გამემტყუნება?!" - წერს ქალბატონი ენძელა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


ნატა მ.
02 თებერვალი 2021 10:21
ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები საამაყო ადამიანს, ერის კაცს და გამორჩეულ პროფიონალს.

მომავალში ბედნიერების ბევრი წუთები, თავისი ცხოვრებით კმაყოფილება და სამშობლოს წინსვლა ბატონ ამირანს .
ელენე
01 თებერვალი 2021 20:37
დიდებული შესრულებააა!!! ძველი დრო გამახსენა!!! გაიხარეთ!!!
ლეოლინა
01 თებერვალი 2021 08:19
თქვენო უდიდებულისობა მკურნალებო! ქედს ვიხრი თქვენს გამძლეობის,ერთგულების,შრომის წინაშე! მახარებს თქვენი სიმღერა ამ თითქოსდა უნუგეშობის დროს, ამ დროის საქართველოს გმირები თქვენ ბრძანდებით! მინდა პანდემიის დამარცხების შემდეგ მთელი ერი უფრო გულმოწყალე და რაც მთავარია მადლიერი იყოს! ჯანმრთელობას გისურვებთ!

რუბრიკის სხვა სიახლეები