ცოტნემ მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟის ნახატები და ფოტოები "ინსტაგრამიდან"
23-06-2021
ცოტნემ მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟის ნახატები და ფოტოები "ინსტაგრამიდან"
სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლს მხატვრობა იზიდავს და  მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის უნი­კა­ლურ კო­ლექ­ცი­ასა ფლობს, ალ­ბათ ამიტომაც  მას განსაკუთრებით სიამოვნებს, რომ მის უმცროს შვილს, ცოტნეს ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა.


ცოტნე ივანიშვილი თავის ნახატებს და ხატვის პროცესს "ინსტაგრამის" მომხმარებლებს ხშირად უზიარებს. ამჯერად მან მამასთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

აღსანიშავია, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ის და მისი ოჯახის წევრები იშვითად  ხვდებიან საზოგადოებას თვალში.


"ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი
და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ბავ­შვია, რო­მე­ლიც გა­მო­ფე­ნა­ზე თა­ვის ანი­მა­ლის­ტუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბით წარ­სდგა. რო­გორც ჩანს ცოტ­ნეს ძა­ლი­ან უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბის, ბუ­ნე­ბის ხატ­ვა. მისი ზეთ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი "თეთ­რი მგე­ლი" იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამ გა­მო­ფე­ნა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შამ­ბეჭ­და­ვი გახ­ლდათ... მე­ო­რე გა­მო­ფე­ნა­ზე ვე­ფხვის ნა­ხა­ტი წარ­მო­ად­გი­ნა. რო­გორც უკვე ავღ­ნიშ­ნე ძა­ლი­ან უყ­ვარს ბუ­ნე­ბა, ცხო­ვე­ლე­ბი და
არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ნა­მუ­შევ­რებ­საც ქმნის.
ჩვენც სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცით, ცოტ­ნეს ჩვენს სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში, სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა! სა­ა­ხალ­წლო-სა­შო­ბაო გა­მო­ფე­ნა­ზე ჩვენს დარ­ბაზ­ში თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნა ეწყო­ბა. სწო­რედ აქ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი. მის­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა იმ­დე­ნად დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა... უდა­ვოდ დიდი ნიჭი აქვს და რო­გორც ჩანს, თა­ვის მოღ­ვა­წო­ბას მხატ­ვრუ­ლი კუ­თხით გა­აგ­რძე­ლებს. იგი თა­ვის ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა!" - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის თავ­ჯდო­მა­რემ გუ­რამ ცერ­ცვა­ძემ, რომელმაც ცოტნე ივანიშვილის ნამუშევრები  სა­ქარ­თვე­ლოს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ "ოპი­ზა"-ს გამოფენაზე ნახა.


აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტნე ივანიშვილმა მამას  და ძმას დაბადების დღეებზე თავის მიერ დახატული პორტრეტები მიუძღვნა.





წყარო




თინიკო
24 ივნისი 2021 18:19
წარმატებები პატარა ვაჟკაცო :)

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?