"ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში აშშ-ის სტრატეგიული თმენის ერა დასრულდა" - რას აპირებს ტრამპი? - კვირის პალიტრა

"ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში აშშ-ის სტრატეგიული თმენის ერა დასრულდა" - რას აპირებს ტრამპი?

"ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში აშშ-ის სტრატეგიული თმენის ერა დასრულდა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მუნ ჩჟე ინთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, აშშ დიპლომატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში რიგი ზომების განხორციელებას იწყებს, რათა ფხენიანის მიერ ბირთვული და სარაკეტო პროგრამების შეწყვეტას მიაღწიოს.

"გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენი მოთმინება ამოიწურა", - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, აშშ და სამხრეთ კორეა მოქმედების უამრავ ვარიანტებს განიხილავენ.

"ჩვენ რეაგირების უამრავი ვარიანტი გვაქვს და მათ აქტიურად განვიხილავთ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

"აშშ სხვა ქვეყნებს მოუწოდებს შემოგვიერთდნენ სანქციების გამოყენებაში და მოთხოვნების წაყენებაში, რათა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა უკეთესი გზა აირჩიოს, ეს სწრაფად გააკეთოს და სხვა მომავალი უზრუნველყოს თავისი ტანჯული ხალხისთვის. ჩვენი მიზანი მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონის აყვავებაა. თუმცა, აშშ ყოველთვის დაიცავს თავის თავს და ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს მოკავშირეებს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

იხილეთ ასევე: "ჩრდილოეთ კორეელი ბავშვის პირველი სიტყვა დედაა, მეორე კი - კიმ ირ სენი" - რას ჰყვება კაცი, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გამოიქცა?!

"ინტერპრესნიუსი"