კადიროვი: "ვუსურვებ ჩვენს პრეზიდენტს, მთავარსარდალს დღეგრძელობას, რათა მან სიცოცხლის ბოლომდე მართოს ქვეყანა" - კვირის პალიტრა

კადიროვი: "ვუსურვებ ჩვენს პრეზიდენტს, მთავარსარდალს დღეგრძელობას, რათა მან სიცოცხლის ბოლომდე მართოს ქვეყანა"

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ვლადიმერ პუტინს სიცოცხლის ბოლომდე ქვეყნის სათავეში ყოფნა უსურვა.

"ვუსურვებ ჩვენს პრეზიდენტს, მთავარსარდალს დღეგრძელობას, რათა მან სიცოცხლის ბოლომდე მართოს ქვეყანა. ჩვენ კი ყოველთვის მის სამსახურში ვიქნებით და ყველა დასახულ ამოცანას უმაღლეს დონეზე შევასრულებთ!" - დაწერა კადიროვმა სოციალურ ქსელ Telegram-ში.

მისი თქმით, პუტინის მხარდაჭერით ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ბოლომდე აღმოფხვრა ტერორიზმი და გადაჭრა მრავალი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა.

"ახლა ჩეჩნეთი ყვავის, ხოლო მოსახლეობისთვის მუშაობის, სწავლის, დასვენებისა და თვითრეალიზაციისთვის ყველა პირობაა შექმნილი", - აღნიშნა კადიროვმა.

იხილეთ ასევე: "მე ის მიყვარს, როგორც კაცს შეიძლება უყვარდეს კაცი" - პუტინის "ჯარისკაცის" სკანდალური ცხოვრება