"დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა და თუ რამე მომივა, ის იქნება პასუხისმგებელი!"
"დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა და თუ რამე მომივა, ის იქნება პასუხისმგებელი!"
ფოტო:ნიკოლას მადურო
ვენესუელას დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას მისი მოკვლის ბრძანება მისცა.

მისივე თქმით, თუ მას რამე დაემართება, პასუხისმგებლობა აშშ-სა და კოლუმბიას დაეკისრება.

"პირველ რიგში, ჩემი ბედი უფლის ხელშია. მე ქრისტიანი ვარ. უფლის მხრიდან დაცვის მწამს. მე ვენესუელელი ხალხი მიცავს და ჩვენ დაზვერვის კარგი სამსახური გვაქვს", - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა.

"მან კოლუმბიის მთავრობას, კოლუმბიის
მაფიას ჩემი მოკვლა დაავალა. თუ რამე მომივა, დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე იქნებიან პასუხისმგებელნი", - აღნიშნა მადურომ.

ნიკოლას მადურომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას დაცვის კარგი სამსახური აქვს, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ "მას უფალი იცავს".


"ინტერპრესნიუსი"

თამარი
04 თებერვალი 2019 05:47
ჰაჰაჰა სტალინი ან მაგარი შედარება გააკეთა . კი გავხარ აბა არ გავხარ ??? ულვაშებში გავხარ.
Alberto
02 თებერვალი 2019 06:54
Ras erchit bulkivit bichia ))

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები