ვენესუელას ხელისუფლებამ ხუან გუაიდოს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება 15 წლით აუკრძალა
ვენესუელას ხელისუფლებამ ხუან გუაიდოს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება 15 წლით აუკრძალა
ვენესუელას ხელისუფლებამ გადაწყვეტა, ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს 15 წლით აუკრძალოს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება. როგორც ვენესუელას გენერალური საკონტროლო სამმართველოს ხელმძღვანელი ელვისა ამოროსო აცხადებს, ამის მიზეზია ფინანსურ დეკლარაციაში აღმოჩენილი დარღვევები.

"ვენესუელას საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გენერალურმა საკონტროლო სამმართველომ გადაწყვეტილება მიიღო, ხუან გუაიდოს 15 წლის განმავლობაში აეკრძალოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება", - განაცხადა ელვისა ამოროსომ.

მიმდინარე წლის თებერვალში ვენესუელას გენერალურმა საკონტროლო სამმართველომ ხუან გუაიდოს ფინანსური დეკლარაციის შემოწმება დაიწყო. ხელისუფლება აცხადებდა, რომ
ფინანსურ დეკლარაციაში რიგი მონაცემები გაყალბებული იყო. მათივე მტკიცებით, ხუან გუაიდომ ფული საერთაშორისო სტრუქტურებისგან, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები