"კაბინეტებში ჩემი პორტრეტების ნაცვლად დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში" - კვირის პალიტრა

"კაბინეტებში ჩემი პორტრეტების ნაცვლად დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში"

ჩვენ ავაშენებთ ახალი შესაძლებლობების ქვეყანას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, სადაც არის თამაშის გამჭვირვალე და სამართლიანი წესები ყველასთვის, - ამის შესახებ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ინაუგურაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამისათვის მთავრობაში უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხალხის სამსახურში იქნებიან.

"მე არ მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში იყოს ჩემი პორტრეტები, იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ არის არც ხატი და არც კერპი. ამის ნაცვლად დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვლადიმერ ზელენსკი დღეიდან უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

იხილეთ ასევე: ვინ დაპატიჟა ზელენსკიმ ინაუგურაციაზე საქართველოდან და რა საჩუქარი გაუგზავნა ბუბა კიკაბიძემ?

"ინტერპრესნიუსი"