მაიკ პომპეო: "აუცილებლობის შემთხვევაში, აშშ მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს"
მაიკ პომპეო: "აუცილებლობის შემთხვევაში, აშშ მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს"
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო CNBC -ისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად იქნება სამხედრო ძალა გამოიყენოს თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა მისი თქმით, მას "მშვიდობა ურჩევნია".

"ჩვენ ქურთებთან ერთად დავამარცხეთ "ისლამური სახელმწიფოს" ხალიფატი. ეს მათი დამსახურებაც იყო, ეს შეერთებული შტატების დამსახურება იყო მსოფლიო კეთილდღეობისთვის"
,- განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ თურქეთის შეჭრა სირიაში მოხდა ტრამპის სურვილის საწინააღმდეგოდ და რომ შეერთებულმა შტატებმა ანკარასთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა შეამციროს რისკი იმ
ადამიანებისთვის, რომელიც ვაშინგტონმა "თითქოსდა მიატოვა".

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თურქეთი დათანხმდა შეერთებული შტატების მოთხოვნას, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ. ანკარა რეგიონში სამხედრო ოპერაციას ახორციელებდა, რომელიც მიზნად ისახავდა სასაზღვრო ზოლის ქურთი მებრძოლებისგან გაწმენდას და ე.წ. "უსაფრთხოების ზონის" შექმნას.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?