გერმანია 15 მაისიდან საზღვრების გახსნას დაიწყებს - კვირის პალიტრა

გერმანია 15 მაისიდან საზღვრების გახსნას დაიწყებს

გერმანია მეზობელ ქვეყანებთან საზღვარებს 15 მაისიდან გახსნის. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსთ შიჰოფერის თქმით, შაბათიდან საზღვარი საფრანგეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან გაიხსნება, თუმცა გამშვები პუნქტები მაინც იფუნქციონირებს.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდება. შიჰოფერის განცხადებითვე, განიხილება ასევე საზღვრების გახსნა დანიასთანაც. რაც შეეხება ლუქსემბურგს, აქ მიმოსვლა შაბათიდან სრულად აღდგება, შეზღუდვების გარეშე.

ცნობისთვის, გერმანიამ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრები მარტის შუა რიცხვებში ჩაკეტა.

იხილეთ ასევე: "რუსეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ჯერ, შესაძლოა 20-ჯერაც კი მეტია, ვიდრე ცხადდება. ხელისუფლების ქმედება კი იდიოტურად გამოიყურება"

"ინტერპრესნიუსი"