”ჩვენთან ბაქიბუქობდა და იქ ცუციკი ტიპი იყო” - რას ადასტურებს მიხეილ მაჭავარიანი?!
07-12-2015
”ჩვენთან ბაქიბუქობდა და იქ ცუციკი ტიპი იყო” - რას ადასტურებს მიხეილ მაჭავარიანი?!
რამდენიმე დღის წინ ”ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილისა და მისი ძმის, ლადო გაბაშვილის სატელეფონო საუბარი გავრცელდა, რომლის თანახმად, პარტიაში გიგა ბოკერიასა და სააკაშვილ-ადეიშვილის გუნდი ცალ-ცალკე ფლანგებად გამოიყო.

ჩანაწერების ავთენტურობას პარტიაში ადასტურებენ, თუმცა ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები ძველია.

- ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერები, უკანონოდ, რუსეთის ეფ-ეს-ბე-სთან თანამშრომლობითაა მოპოვებული, რაც კიდევ ერთხელ აქარწყლებს განცდას, რომ ხელისუფლება აღარ გვისმენს. რაც
შეეხება კონკრეტულად საუბრის შინაარსს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ჩანაწერები ძველია, ივნისში უნდა იყოს ჩაწერილი. ამ პერიოდში პარტიიდან ოთხი წევრი, მათ შორის, აღმასრულებელი მდივანი წავიდა და მის ჩასანაცვლებლად შიდა არჩევნები დაინიშნა.

- ანუ, ადასტურებთ, რომ პარტიაში ორი ფლანგი, ბოკერიასა და სააკაშვილ-ადეიშვილის გუნდი ერთმანეთს რეალურად დაუპირისპირდა?

- არჩევნების შემდეგ
გუნდის წევრებს შორის დაპირისპირება ჩვეულებრივი მოვლენაა. უბრალოდ, ივანიშვილი ცდილობს საკუთარი კოლექციიდან ჩანაწერები საზოგადოებას ნაწილ-ნაწილ მიაწოდოს და ამ გზით დაამტკიცოს, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაში” სერიოზული განხეთქილება არსებობს. ვადასტურებ, რომ მსგავსი საუბრები პარტიაში მართლაც იყო, მაგრამ ამ ჩანაწერების შემდეგ პარტიის წევრები კიევში სააკაშვილსა და დანარჩენ ლიდერებს შევხვდით და შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე, ყველა პრობლემას გვერდზე გადავდებდით და საერთო მიზნისთვის ერთ გუნდად ვიბრძოლებდით.
დიახ, აღმასრულებელ მდივნად შერჩევის პროცესში დაძაბულობა არსებობდა, სერგო რატიანთან ერთად, აღმასრულებელი მდივნის კანდიდატად გიორგი ვაშაძეც იყრიდა კენჭს, მაგრამ მსგავსი კონფლიქტები ხომ ოჯახებშიც ხდება?!

- თუ პარტიის წევრები მიიჩნევთ, რომ სააკაშვილი ”ხელისუფლების გიჟია” და ხელისუფლებასთან ოპონირების ნაცვლად, ძირითადად, პარტიის წევრებზე ეჭვიანობს, მსგავსი განწყობით პარტიის ლიდერთან თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ?

- ვიმეორებ, კონფლიქტი ამოიწურა. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ გიგი უგულავაც ციხიდან ერთი დღით გამოვიდა და მიხეილ სააკაშვილთან გაურკვევლობის თემაც ამოიწურა.

- გიორგი ვაშაძისა და მურთაზ ზოდელავას საუბრებში ისიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს პრობლემები უკრაინაშიც შეექმნა და გარკვეული გავლენების მოპოვებას პოროშენკოს ოპოზიციაში გადასვლის მუქარით ცდილობდა.

- ვაშაძე-ზოდელავას ჩანაწერიც ძველია. მიშა უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მაღალრეიტინგულ ლიდერად ითვლება, სახელმწიფოს პირველი პირები კი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ...

ირაკლი გოგავა, ექსპერტი: ”სააკაშვილის გუნდი უკრაინაში ჩაფლავდა - ე.წ. ქართველმა რეფორმატორებმა ძირეული რეფორმების განხორციელება ვერ შეძლეს. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებით, პოროშენკომ პანდორას ყუთი გახსნა, რომელიც უკრაინას დიდ უბედურებას მოუტანს. იმის გამო, რომ მაიდნის დაფინანსებაში სააკაშვილიც მონაწილეობდა და ის მაკკეინის მხარდაჭერით სარგებლობს, პოროშენკოსგან ოდესის გუბერნატორობა მიიღო. თუმცა
როგორც კი სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან დაპირისპირებას გაბედავს­, საქართველოში დაადეპორტებენ.
მას პოროშენკოს წინააღმდეგ ბერკეტი არ გააჩნია, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სააკაშვილი მართლაც ცუციკივითაა პოროშენკოსთან, ”ნაციონალებთან” კი ”მაგარი ბიჭის” როლის მორგებას ცდილობს. უკრაინაში ჩაფლავება ”ნაციონალურ მოძრაობას” კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს, პარტიის წევრები ვირთხებივით დაერევიან ერთმანეთს. ეს ჯგუფი კარგად ხვდება, რომ ქართულ რეალობაში მომავალი არა აქვთ, ამიტომ მათ შორის დაპირისპირება უკიდურეს ფორმებს­ მიიღებს”.

”ხელისუფლების გიჟია რა... მონები უნდა”

გოკა გაბაშვილი: იმის მაგივრად, ოდესაზე, მერე ბიძინაზე და მერე ჩვენზე ფიქრობდეს, ჩვენზე ფიქრობს. ეჭვიანობს რა. ეჭვიანობს, რომ ისე დავლაგდებით, რომ ეგ აღარ დაგვჭირდება. ხელისუფლების გიჟია რა... იმის ტვინში ხომ ვერ შეცვლი რაღაცებს?! აბა, რატომ უნდა უნდოდეს ადეიშვილის და ბაჩოს დალაგებული პარტია. რა, არ გამოჩნდება, რომ ბაჩო და ადეიშვილი ალაგებენ თუ რა? ხალხი აღფრთოვანებით შეეგებება ამ ორი დიდი მოღვაწის გაბლატავებას თუ რა იქნება? იმის მაგივრად, რომ ყველანაირად მალავდეს და უკან აჩოჩებდეს თავის ყოფილ ”პაზორნი” ძალოვანებს, ისევ იმათ ეყრდნობა და მარტო მათი იმედი აქვს და იყოს.
ლადო გაბაშვილი: რატომ ჭირს? ჯანმრთელ ძალას დაეყრდნოს.
გოკა გაბაშვილი: ესე, გიჟია რა, ხელისუფლების გიჟია... მონები უნდა, არ უნდა ადამიანები, რომელიც ჯანმრთელები არიან და წინააღმდეგობას უწევენ, ელაპარაკებიან. ჩვენ მონები ვერ გავხდებით და ვინც ჰყავს მონები, იმათ ეყრდნობა ”მონურ პონტში”. სამ კვადრატულში მჯდომ გიგის ებრძვის, მაგდენი ნამუსიც არა აქვს, რომ გიგისთან ბრძოლა არ იკადროს. რეკავს ხალხთან და ეუბნება, უგულავას ხალხიაო. ნუ, ვაშაძეს ჰყავს რაღაც ”სასტავი”, მაგრამ ”კამსამოლები”, როგორიც თვითონაა, ჭიათურელი ნაგლი ”კომკავშირელია”, ღირებულებების და პრინციპების გარეშე.
ლადო გაბაშვილი: ესენი აგიჟებენ. ვაშაძე და ეს გიჟების სასტავი, სათვალეებიანი გლავნი. ეგაა მთავარი.

”ჩვენთან ბაქიბუქობდა და იქ ცუციკი ტიპი იყო”


მურთაზ ზოდელავა: პოროშენკომ საფრთხობელად გამოიყენა იაცენიუკისთვის მიშა, რაღაც გარიგება იქნება, პარტია გამოართვა და პრემიერად ტოვებს. ამ ვაჭრობაში მიშათი შეაშინა. მიშამ ჩათვალა, რომ ეს მოხდა და დაიწყო ოდესაში ”ჩალიჩი”. პარტიას შევქმნი და ასე შემდეგ, ოლქში ბერკეტები უნდა, პროკურატურაში. ან მაძლევ რეალურ ბერკეტს, ან პარტიას ვაკეთებ. ასეთი ”ბაზარი” მექნებაო. არ ამოგვცხონ პანღური.

გიორგი ვაშაძე: ვერ იზამენ, მაგრამ არასწორი კონსტრუქციაა, თუ არადა ოპოზიციაში გავალ... უბრალოდ, უნდა უთხრას, რომ ქვეყანა ასე არ აშენდება. მაგან თუ ეგრევე უთხრა, რომ ოპოზიციაში წავალ მაშინო, პოროშენკოს ადგილზე ვიყო, ვეტყოდი, ბაზარი არაა, ძებნილი კაცი შეგიფარე, თანამდებობაზე დაგნიშნე და ახლა ოპოზიციაში მიდიხარ? ჩემთვისაც არ არის მარტივი იმათთან ბრძოლა. განკარგულებას გასცემს, რომ ვინც სააკაშვილს დააფინანსებს, დააკავეთ. კონტროლზე აიყვანს, ამიტომ ოპოზიციამ არ უნდა უთხრას, საყვარელიძე რასაც მეუბნებოდა, მიშას არ ჰქონდა არასდროს მიმწოლი პოზიცია პოროშენკოსთან. ჩვენთან ბაქიბუქობდა და იქ ცუციკი ტიპი იყო. თუ ამის შეცვლას აპირებს, სხვა თემაა. თუმცა ის ისეთი ჩათლახია, რაღაცას მოახერხებს.

მურთაზ ზოდელავა: - ზურას პროკურორობაზე ჩალიჩი უნდა.
გიორგი ვაშაძე: - საოლქო პროკურორობა არის ამოსავალი წერტილი? გასაღები სად არის?
მურთაზ ზოდელავა: - კომპლექსურია, პლუს საბაჟო, პროკურატურა, პორტები, თანხა გქონდეს, რომ ძალოვანები არჩინო. მატერიალური ბაზა უნდა შეუქმნა, რომ სხვანაირად ამუშაო. თუ ასე ხისტად ელაპარაკა, ვერც ერთ კომპონენტს ვერ მიაღწევს.
გიორგი ვაშაძე: - МВД - ხომ მოგეცი, კრიმინალი გაუარესდა და რა გითხრა. სტატისტიკა გაუარესდა. მაგ ბიჭის დანიშვნა შეცდომა იყო. საყვარელიძემ თქვა, მაგარი ტიპიაო, მე არ ვიცოდი, თუ არსებობდა შს მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე.

(იხლეთ ასევე: "ყველა ცოცხალ პარტიაშია შიდა დაძაბულობები არჩევნების დროს" - გაბაშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ ჩანაწერზე, რომელშიც სააკაშვილს გიჟად მოიხსენიებს)

რუსუდან შელია
glaxuna-s:
08 დეკემბერი 2015 10:57
თქვენთან იდეოლოგიური თანხმობის მიუხედავად, მაინც მინდა გითხრათ, რომ "რომ"-ის წინ ყოველთვის არ იწერება მძიმე. იწერება მაშინ, როცა წინ უკვე დასრულებული აზრი წერია და მეორე დასრულებული აზრი მოსდევს იმ "რომ"-ის შემდეგ. ფილოლოგი არ ვარ და არც მანდილოსანი ვარ, მაგრამ კარგად ვსწავლობდი სკოლაში და ცოტა მეხამუშება შეცდომები ნაწერში, როცა ვკითხულობ. რას იზამ, საშინელი ასატანნი ვართ ეს "ხუთოსნები", თუმცა ოროსნებით დასახლებულ ქვეყანას ისევ ხუთოსნებით დასახლებული ქვეყანა მირჩევნია. ...თორემ წალეკეს ყველაფერი ამ ოროსნებმა ხელისუფლებაშიც, ქუჩაშიც და სამეზობლოშიც, მეტის ატანა უკვე აღარ შეიძლება!
genioseb-s
07 დეკემბერი 2015 20:11
საქმე იმაშია,რომ ესენი რაღაცაზე მსჯელობენ; ამ ქოც ხროვას ,ხომ არაფრის უნარი არ აქვს ეს არის დიდი უბედურება
dachi
07 დეკემბერი 2015 19:47
რა მნიშვნელობა აქვს ძველია თუ არა? მთავრაი რომ მართლაც იყო მასეთი საუბარი

რედაქტორის რჩევით