"მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს"
"მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს"
”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ვანო მერაბიშვილს #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს შეხვდა. მათი შეხვედრის მთავარი თემა მერაბიშვილის მიერ პარტიის გენერალურ მდივნობასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება იყო. (იხილეთ: ვანო მერაბიშვილი "ნაცმოძრაობის" გენმდივნობაზე" უარს ამბობს?! - რა განცხადება გაავრცელა ექსპრემიერმა ციხიდან?)

როგორც მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, „ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე“.

რაც შეეხება პარტიაში დარჩენის ან პარტიიდან გასვლის საკითხს, მისი თქმით, ამის შესახებ
პოლიტიკურ განცხადებას თავად ვანო მერაბიშვილი გააკეთებს.

„ის ამჟამად ელოდება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომას, სადაც მისი საქმე განიხილება. გადაწყვეტილების შემდეგ ვანო მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას“, - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები