"ერდოღანი აჭარას უყურებს როგორც თურქეთის ნაწილს"
"ერდოღანი აჭარას უყურებს როგორც თურქეთის ნაწილს"
"ერდოღანი რთულად სამართავი პიროვნებაა. მასზე პრაქტიკულად არ მოქმედებს არანაირი არგუმენტი და რაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნება ასეთ პიროვნებას, მით უფრო სახიფათოა ის მეზობლებისათვის"

16 აპრილს, თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა.

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

ბოლო მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა 51,4%-მა, ხოლო წინააღმდეგი იყო 48,6%.

აღსანიშნავია, რომ თურქულ საზოგადოებაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოსაზრებები აქამდეც მკვეთრად იყო გაყოფილი, რეფერენდუმის შემდეგ კი დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა და გაგრძელებულმა საგანგებო მდგომარეობამ ვითარება უფრო გაამწვავა.

რეფერენდუმის შედეგების გასაპროტესტებლად სტამბოლში ასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა. მსვლელობა ქალაქის სხვადასხვა რაიონში მოეწყო. მსგავსი სცენარით წარიმართა მოვლენები იზმირსა და ანკარაში.


თურქეთში ბევრი დარწმუნებულია, რომ ერდოღანისთვის ეს გამარჯვება შეიძლება დიდ მარცხად იქცეს: რეფერენდუმის წინა კამპანიისგან მიღებული პოლიტიკური დანაკარგი და არადამაჯერებელი გამარჯვება საბოლოო ჯამში, შესაძლოა დამანგრეველი გამოდგეს, რაც მარცხის ტოლფასი იქნება.

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი:

- ის, რაც დღევანდელ თურქეთში
ხდება, გამეორებაა იმისა, რაც მოხდა რუსეთში. ვგულისხმობ პერიოდს, როდესაც კონსტიტუცია შეცვალეს იმისთვის, რომ ხელისუფლება კონკრეტულ პიროვნებას შეენარჩუნებინა. ერდოღანის შემთხვევაშიც იგივე მოხდა, არსებული კონსტიტუციით, მას აღარ ჰქონდა უფლება არჩევნებში მონაწილეობა მიეღო.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოხდა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, თუმცა ეს პროცესები შემკული იყო ლამაზი სიტყვებით ერის კონსოლიდაციაზე, უსაფრთხოების დაცვაზე და ა.შ. ერდოღანი რთულად სამართავი პიროვნებაა. მასზე პრაქტიკულად არ მოქმედებს არანაირი არგუმენტი და რაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნება ასეთ პიროვნებას, მით უფრო სახიფათოა ის მეზობლებისათვის. ეს ხიფათი თავის თავზე უკვე იგრძნო საბერძნეთმა ძალიან სერიოზულად. ის დაბალი მხარდაჭერა, რითიც რეფერენდუმში გაიმარჯვა, ერდოღანისთვის სერიოზული დარტყმაა.

- რეფერენდუმის შედეგებით უკმაყოფილოა ოპოზიცია და მოსახლეობის
გარკვეული ნაწილი, რამდენად მოსალოდნელია შიდა არეულობა?

- არა მგონია, რომ ახლა ასეთი რამ მოხდეს. ერდოღანს სოფლის მოსახლეობა უჭერს მხარს, ე.ი. აქტიური ელექტორატის დიდი ნაწილი, ეს ის ხალხია, ვინც 2016 წლის ივლისის მოვლენების დროს სამხედროებს დაერია.

- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები კავკასიის რეგიონში?

- კავკასიის რეგიონში თურქეთს რუსეთის სახით სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავს, ანუ მათი ინტერესები მუდმივად ეჯახება ერთმანეთს. თურქეთს რუსეთთან ჭიდაობაში შეუძლია აქტიურიც იყოს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიოს, თუმცა გადამწყვეტ წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს ისევე, როგორც რუსეთი ვერ მიაღწევს თურქეთთან ჭიდაობაში გამარჯვებას.

რაც შეგვეხება ჩვენ, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება თავის ძალაუფლებას აფუძნებს პანოსმანისტურ იდეოლოგიაზე, რომელიც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენების აღდგენას იმ სივრცეში, რაც ეკავა მას თავის დროზე და ეს ეხება მის სამეზობლოს, მაგალითად, ერაყს, სირიას, ბალკანეთის რეგიონს, კავკასიას და მათ შორის საქართველოს. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა აჭარა და სამცხე-ჯავახეთი.

თურქეთისთვის აჭარა განსაკუთრებით ტკბილი ლუკმაა. ეს რეგიონი ბოლოსკენ დათმო თურქეთმა 1878 წელს, სამცხე- ჯავახეთი უფრო ადრე, 1830-ში. ვიცით, რომ თურქეთი რუსეთისგან განსხვავებით, არჩევს არა სამხედრო გზით მოქმედებას, არამედ, იყენებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ბერკეტებს. ვვარაუდობ, ერდოღანის ფიგურიდან გამომდინარე, მომავალში გარკვეულ "გაუგებრობებს", "უთანხმოებებს" თურქეთის რესპუბლიკასთან.

ერდოღანი აჭარას უყურებს როგორც თურქეთის ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ამბობს, რომ ეს არა პოლიტიკური ნაწილი, არამედ სულიერი ნაწილია. საქართველო არ არის ისეთი ძლიერი, რომ თურქეთის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ექსპანსიას წინააღმდეგობა გაუწიოს.

ჩვენმა ხელისუფლებამ კონტრღონისძიებების მთელი წყება უნდა შეიმუშაოს იმისთვის, რომ ეს ზეწოლა შეამციროს. ამისთვის აქვს გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები, გავიხსენოთ, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, თურქეთი კი ნატო-ს წევრია და ასევე ამერიკის მოკავშირედ მოიაზრება.

მაგრამ მარტო საერთაშორისო დიპლომატიური არხებით მუშაობა კი არ არის საჭირო, არამედ იმ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებზეც მუშაობენ თურქები. არაერთი ფაქტი ვიცი, როდესაც თურქი ორგანიზაციები ცდილობენ დაეხმარონ ადამიანებს, რომლებიც თურქეთისგან შორს, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მაგალითად, დედოფლისწყაროს რაიონში, ეკომიგრანტების გარკვეულ ნაწილს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარების ხელი გაუწოდეს და მათი ბავშვები თურქეთში სასწავლებლადაც წაიყვანეს.

იხილეთ ასევე: თურქეთის ელჩი: "ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით!"

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (38)
განმანათლებელი
04 ივნისი 2017 15:12
ანუ ნატო უყურებს ესე, რადგან თურქეთი არსებობს მხოლოდ იმიტომ რომ ნატოს წევრია და ევროკავშირი და ამერიკის ინტერესბშია მისი არსებობა მას შემდეგ რაც ათათათურქმა სწორედ ევროპა - ამერიკის დახმარებით აღადგინა თურქეთი - რუსეთის - ირანის საპირწონედ... თურქეთი ნატოს და ამერიკის გარეშე ნერწყვს ვერ ყლაპავს...
დავით 67
21 აპრილი 2017 03:08
თეა ბეჟიტაშვილს!
მიკვირს თქვენი,რატომ თვლით პასუხის ღირსად გლახუნას და აკას?ეს ხომ ორივე ერთი და იგივე როჟაა!ყველაზე ამაზრზენი და ყველაზე ქართვეთმოძულე პიროვნებები. პიროვნებები ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა!
დავით 67
21 აპრილი 2017 02:46
glaxuna-ს!
შენი ყველა კომენტარი იწყება ფრაზით" ნაცების მოძულეებო" და ამას ისეთ კონტექსტში აკეთებ თითქოს ვინც მოძულეები არიან მოღალატეები იყვნენ,მე იმიტომ გცემ პასუხს რომ მათ სიაში ვარ თანაც დასაწყისში. შენ უტვინო თავს კი ნაცების მართველობის " ეფექტურობის " გარდა სხვა მართველობა ვერ წარმოუდგენია, თუნდაც ევროპული,რაც არც ისე ცუდია როგორც ზოგიერთებს მიაჩნია!შენ ვერ მიმხვდარხარ თუ რა უბედურება მოუტანა იმ საშინელმა რეჟიმმა საქრთველოს რის გამოც დღესაც განადგურებულია. ესენია :ძალიან დიდი რაოდენობის საგარეო ვალი,ტერიტორიების ოფიციალურაღ დაკარგვა, მიუხედავად იმისა რომ ეს ისედაც დაკარგული იყო,მაგრამ რუსეთი მაინც აღიარებდა საქრთველოს საზღვრებში ბოლოსდაბოლოს არცერთ ღირსეულ ქართველს არ გვინდა (შენ არ გგულისხმობ) მიწაზე მხოხავი მთავარსარდლის ნახვა,როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი! ასევე ბევრი დაგიდასტერებს იმას რომ ახალგაზრდა თაობა უფრო გაირყვნა როგორც ფიზიკურად ისე მენტალურადაც, კიღევ უამრავი რამ შემიძლია ჩამოგითვალო,უბრალოდ ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას. დღევანდელი ცუდი მართველობა მთავრობის არ ნიშნავს იმას რომ წინა კარგი იყო, მაგრამ შენ ხომ სხვა არ გინახავს? ალბათ ისე მოკვდები რომ უკეთეს ვერც ნახავ! ხომ ხედავ რომ უკვე ყველას ყელში ამოუხვედი და რომ მოკეტო რა გიშლის ხელს? თუ ვიღაც მართლა ფულს გიხდის , მე მეტს გადაგიხდი! შენისთანები მიყიდია?
სრულ სიმართლეს ვწერ ნუ დამბლოკავთ. უამრავი ადამიანი დამეთანხმება ამ კომენტარზე!

ლონგიროზა
20 აპრილი 2017 16:17
მე კიდე ტაოკლარჯეთს და ტრაპზონ/ლაზეთს ვუყურებ როგორც საქართველოს მიწებს და ღმერთმა ბევრი შვილი მომცეს რომ იმათაც შთაუნერგო ყოველთვის ჰქონდეთ პრეტენზია საქართველოს ძირძველი მიწების უკან დაბრუნებისა. (აესე უნდა იფიქროს კიდე ყოველმა ქართველმა. სკოლებში კიდე გაძლიერებულად უნდა ისწავლონ ბავშვებმა და იმ შემართებით გაიზარდონ რო ყოველი ფიქრი და გონება ჩევენი მიწაწყლის გაერთიანებაზე ჰქონდეთ მიმართული შემდგომ და შემდგომ თაობებს, სანამ საქართველო არ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს).
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები